x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138459
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512078
14 საოცარი ფაქტი თქვენი სხეულის შესახებ
მეცნიერები თითქმის ყოველდღე აკეთებენ ახალ აღმოჩენებს ადამიანის სხეულის შესახებ და ზოგიერთი მათგანი ნამდვილად საკვირველია ჩვენთვის. სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ჩვენი სხეულის შესახებ.



1. ნეკა თითი რომ აღარ გქონდეთ, ხელის სიძლიერის 50%-ს დაკარგავდით.

image


2. ჩვენი ყველაზე ძლიერი კუნთია ქვედა ყბის საღეჭი კუნთი.


image


3. ჩვენი კუჭ-ნაწლავის სიგრძე ოთხი ადამიანის სიმაღლეს უდრის. მართლაც გასაოცარია, როგორ ეტევა ის ჩვენს წელში.



4. ჩვენს სხეულში 60 000 მილის სიგრძის სისხლძარღვებია (მილის სიგრძე მერყეობს სხვადასხვა ქვეყანაში 0, 59 კმ-დან 11, 2 კმ-მდე).



5. ალბინოსებისთვის დამახასიათებელია წითელი ან იასამნისფერი თვალები. რადგანაც ამ ხალხს თვალის ფერადი გარსის პიგმენტის ნაკლებობა აქვთ, სინათლე შეიძლება თვალმა შიგნიდან აირეკლოს. ამავე მიზეზითაა, რომ ზოგჯერ ფოტოებშიც წითელი თვალები გვიჩანს. თუმცა, წითელი თვალები ძალიან იშვიათი შემთხვევაა.

image


6. საშუალოდ, ჯანმრთელი ადამიანი დღეში 4 გალონ ტკბილეულს მიირთმევს (1გალონი-3.78541ლიტრი).


7. ჩვენ ნახევარი საათის განმავლობაში საკმარის სიცხეს გამოვყოფთ იმისთვის, რომ ნახევარი გალონი წყლის ადუღება შევძლოთ.


8. სიცოცხლის განმავლობაში, საშუალოდ, იმდენ ნერწყვს გამოვყოფთ, რომ ორი საცურაო აუზის შევსებას შევძლებდით.


9. თვალის ფერი ასაკთან ერთად იცვლება. ეს კავკასიელი ხალხის 10-15%-ში ხდება. თუმცა, თუ თქვენი თვალის ფერი მკვეთრად იცვლება ან თუ ერთ-ერთი ყავისფერი თვალი მწვანე ფერში გადადის, მაშინ ექიმი უნდა მოინახულოთ. თვალის ფერის ცვლილება შეიძლება რომელიმე დაავადებაზეც მიგანიშნებდეთ.

image


10. ჩვენ შეგვიძლია ცხოვრება მუცლის გარეშე, ღვიძლის 75%-ით, ერთი თირკმლით, ნაწლავების 80%-ით, ელენთით, ერთი ფილტვით და საზარდულის რომელიმე ორგანოთი. ვერ ვიტყვით, რომ ეს ბედნიერი ცხოვრება იქნება, მაგრამ მაინც, თეორიაში შესაძლებელია.


11. ჩვენი ეპიდერმისი (კანის ზედა ფენა) რეგენერირდება ყოველ 2-4 კვირაში. ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 0.7 კგ მკვდარ კანს ვკარგავთ.


12. ერთი ადამიანის ძვლებს შეუძლია გაუძლოს 16 000 ადამიანის ზეწოლას.


13. ჩვენი თმა ისეთი ძლიერია, რომ ორი სპილოს დაჭერა შეუძლია.


14. ჩვენს მუცელში არსებულ მჟავას შეუძლია, დაშალოს სამართებელი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის შემოწმება არ ღირს.

image


––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ფრთხილად! ინტერნეტ სივრცეში ყველაფერი სხვაგვარად ჩანს

2. 16 უცნაური იაპონური გამოგონება

3. 10 რამ, რაც სწრაფი კვების რესტორნებზე აუცილებლად უნდა იცოდეთ

4. ტესტი: აირჩიეთ ბედნიერი წყვილი და ჩვენ გეტყვით რაღაცას თქვენი ურთიერთობის შესახებ

5. 17 საკვები, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ნებისმიერი რაოდენობით მიირთვათ

0
1848
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1848
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0