კინო ქართული კინოს ლეგენდა ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა 2017, 11 ოქტომბერი, 21:22 მსახიობი ლიკა ქავჟარაძე 58 წლის ასაკში გარდაიცვალა, ქართული კინოს ლეგენდა საკუთარ სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს.შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს გარდაცვალების ფაქტს, სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ლიკა ქავჟარაძე დაიბადა 1959 წლის 26 ოქტომბერს თბილისში, 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით. 1972 წლიდან მიიწვიეს კინოსტუდია "ქართულ ფილმში", კინოში შესრულებული აქვს 20-მდე როლი, მათ შორის ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა მარიტას როლმა თენგიზ აბულაძის ფილმში "ნატვრის ხე"(1976), ასევე შესრულებული აქვს როლები ფილმებში "პეპელა" (1977), "დიუმა კავკასიაში(1979)"დემეტრე თავდადებული" (1982), "ოჯახი" (1985) "სპირალი"(1990)და სხვა. 36 4-ს მოსწონს
|