პროზა "ომი მშვიდობაა, თავისუფლება-მონობა, უცოდინრობა კი ძალა." 2017, 11 ოქტომბერი, 1:14 ჯორჯ ორუელის "1984" გამოქვეყნდა 1949 წელს. რომანი აღწერს ტოტალიტარული რეჟიმის ყოფასა და მექანიზმებს. ნაწარმოებმა შემოიღო ტერმინები როგორიცაა: ნიუსპიკი, დიდი ძმა... თავდაპირველი სახელწოდება იყო "უკანასკნელი ადამიანი ევროპაში", მაგრამ წიგნის გამომცემელმა ფრედერიკ უორბორგმა მოითხოვა სახელწოდების შეცვლა. გავრცელებულია ვარაუდი, რომ რომანის სახელწოდება შეიქმნა 1948-ის ბოლო ორი ციფრის შებრუნებით (1948-რომანის დაწერის წელი). ასევე, შესაძლოა იყოს ფაბიანური საზოგადოების 100 წლისთავის აღსანიშნი თარიღი-ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი ბრიტანული სოციალური ორგანიზაცია, რომელიც 1884 წელს ჩამოყალიბდა. თუმცა, ბოლომდე უცნობია, თუ რატომ დაერქვა ამ რომანს "1984". ვფიქრობ, შერჩეული თარიღი არ უნდა იყოს სიმბოლური, რადგან ნაწარმოები ნებისმიერი დროის შესაფერის მდგომარეობას აღწერს შეცვლილი ფორმებით. "დიდი ძმა შენ გიყურებს" რომანის ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი ფრაზაა; ის მიგვითითებს, რომ მარტო არ ხარ, არ შეგიძლია იყო თავისუფალი, ყველა შენს აზრსა და მოქმედებას გიკონტროლებენ. "გითვალთვალებენ, ფიქრს გიკონტროლებენ, გაჯერებენ რომ ომი მშვიდობაა, მონობა-თავისუფლება, უმეცრება კი ძალაა. გარწმუნებენ რომ 2+2=5 და შენ არ გაქვს არგუმენტი საწინააღმდეოს დასამტკიცებლად, რადგან წარსული გამუდმებით იცვლება, ფაქტები აღარ არსებობს. ამ ყველაფერთან ერთად სამეტყველო ლექსიკაც ვიწროვდება. შენ ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ინდივიდუალიზმი და აზროვნება გაუგებარი ცნებებია. კარგავ ძალას და ხდები მათნაირი." "მასებში ადამიანები სუსტნი და მშიშრები არიან, თავისუფლებისათვის მოუმზადებელნი და სიმართლის მოშიშარნი, ანუ საჭიროა ვინმე ძლიერი, რომელიც მართავს და მოატყუებს მას." "საყოველთაო სიცრუის დროში სიმართლის თქმა რევოლუციური ქმედებაა." "შეუძლებელია ცივილიზაციის დამყარება შიშზე, სიძულვილსა და სისასტიკეზე, ის ვერ იარსებებს." "რაც უფრო მცირე არჩევანია, მით ნაკლებია აზროვნების ცდუნება." ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები უინსტონ სმითი და ჯულია დამარცხდნენ. ვერ გაიმარჯვეს პარტიასა და "დიდ ძმაზე", მაგრამ ისინი იბრძოდნენ, ცდილობდნენ ყოფილიყვნენ თავისუფალნი, ეცხოვრათ სიყვარულით, ეს უკვე კარგი, დასაფასებელი და იმედის მომცემია, რომ შემდეგი "მეამბოხენი" გაიმარჯვებენ! "მათი ხვევნა-კოცნა ბრძოლა იყო, ანუ პარტიისათვის მიყენებული დარტყმა, ანუ პოლიტიკური აქტი." ნუ ვიქნებით "დამარკული" ადამიანები! 611 6-ს მოსწონს
|