საზოგადოებრივი ამსტერდამში ინჟინრები აპირებენ ყვავებს სიგარეტის ნამწვის აკრეფა ასწავლონ 2017, 10 ოქტომბერი, 17:34 ![]() ჰოლანდიელმა ინჟინერ-ურბანისტებმა გადაწყვიტეს სიგარეტის ნამწვისგან ქალაქის პარკების და ქუჩების გაწმენდა არაორდინალური მეთოდით მოახერხონ.ყველაზე მისაღები მეთოდი თითქოს რობოტი იყო, მაგრამ საკმაოდ რთული იქნება რობოტი ისე დააპროგრამო რთული კოდებით, რომ აიძულო ველოსიპედის ბორბლის ქვეშ ან სხვა რთულად მისადგომი ადგილებიდან ამოიღოს სიგარეტის ნამწვი, ამიტომ ინჟინრებმა გადაწყვიტეს ფრინველებისთვის მიემართად. თავიდან გეგმაში იყო მტრედი, რადგან ქალაქში საკმაოდ ბევრნი არიან, მაგრამ რადგან მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე ნაკლებად არის ცნობილი, გადაწყვიტეს ამისთვის გამოიყენენონ ყვავი-ყველაზე ჭკვიანი ფრინველი დედამიწის ზურგზე, ეს ფრინველები ადამიანების მხარდამხარ ცხოვრობენ და შეუძლიათ დამოუკიდებლად პრობლემების გადაწყვეტა, ამასთანავე ჩინებული მოწაფეები არიან. ![]() ![]() ![]() მაგრამ სიგარეტის ნამწვავი ხომ არ ავნებს ყვავებს? ინჟინრები პასუხობენ:"ნაწვი დიდ გავლენას ახდენს ბუნებაზე და რამდენიმე ყვავი - ეს არის ბრძოლისთვის სრულიად მცირე მსხვერპლი, უფრო მეტიც, ხანმოკლე კონტაქტი სიგარეტის ნამწვთან ფრინველს მინიმალურად დააზარალებს.თან ჩვენ შეგვიძლია დანადგარის კონფიგურაცია ისე მოვაწყოთ, რომ ყვავების რაოდენობა შეიზღუდოს, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოდ ფართო კვლევა: თუ აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი ცუდად მოქმედებს ფრინველზე, მაშინ სხვა გამოსავალი უნდა ვეძებოთ." 72 6-ს მოსწონს
|