x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«სულის ჭურჭელი» და სათლი ვაშლი (იგავი)

image

ინდოეთში ამბობენ: «თუ გინდა, რომ ადამიანი გაიცნო, შეეხე მას. ადაამიანი ჭურჭელიე – რაც მასში ასხია, ის გადმოდინდება». ხოლო ამ აზრის მტკიცებულებად, ეს იგავი გამოდგება:

ერთმა კაცმა დიდი და ლამაზი სახლი იყიდა. სახლს საკარმიდამო ნაკვეთიცა ჰქონდა, რომელშიც ხეხილის ბაღი იყო. სახლის გვერდით, ერთ პატარა ქოხში შურიანი მეზობელი ცხოვრობდა, რომელიც მისთვის ხასიათის გაფუჭებას გამუდმებით ცდილობდა: ხან ჭიშკრის ქვემოდან ნაგავს უყრიდან, ხანაც –რაღაც საზიზღრობას უკეთებდა.

ერთხელ კაცმა კარ ხასიათზე გაიღვიძა, გავიდა პარმაღზე, იქ კი — ნაგვით სავსე ვედრო დახვდა. კაცმა აიღო ვედრო, ნაგავი გადაყარა, ვედრო გარეცხა, გააპრიალა, დაკრიფა ყველაზე მწიფე, დიდი და გემრიელი ვაშლი, ვედრო ხილით გაავსო და მეზობელთან წავიდა. მეზობელმა, გაიგო რა კარზე კაკუნი, ბოროტად გაიფიქრა: «როგორც იქნა, გავამწარე!». სკანდალის მოლოდინით გააღო კარი, მაგრამ მეზობელმა, ჩხუბის ნაცვლად, ვაშლით სავსე ვედრო გაუწოდა და უთხრა: «როგორც ამბობენ, ვინც რით არის მდიდარი, სხვას იმას უნაწილებსო»!

ფორთოხლიდან ფორთოხლის წვენი იწურება, ყურძნიდან – ყურძნის... ხოლო ადამიანისგან ის მოდის – რითაც მისი სულია სავსე! როდესაც ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა, რომელიც ჭკუით, სიკეთით და სხვა ღირებული თვისებებით არის სავსე, ჩვენ მისგან ბევრ რამეს ვღებულობთ. ხოლო ის, თუ როგორები ვიქნებით, მაინც ჩვენზეა დამოკიდებული.

ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინ, მოხუცმა ინდიელმა თავის პატარა შვილიშვილს უთხრა:

– ყოველ ადამიანში ბრძოლა მიდის, რომელიც ორი მგლის ბრძოლას წააგავს. ერთი მგელი ბოროტებას წარმოადგენს – შურს, ეჭვიანობას, ეგოიზმს, ამბიციებს, სიცრუეს... ხოლო მეორე, სიკეთეს განსახიერებს – სიმშვიდეს, სიყვარულს, იმედს, ერთგულებას...

პატარა ინდიელი დაფიქრდა პაპის სიტყვებზე და შემდეგ ჰკითხა:

– ბოლოს, რომელი იმარჯვებს?

მოცუცმა ინდიელმა გაიღიმა და უპასუხა:

– ყოველთვის ის მგელი იმარჯვებს, რომელსაც ადამიანი კვებავს.

imageimage

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

ცხოვრების გაკვეთილები – იგავები, რჩევები, ბრძნული აზრები

image

0
89
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0