კულტურა რატომ ატარებენ გოგონები ვარდისფერს, ხოლო ბიჭები – ცისფერს? 2017, 11 ოქტომბერი, 11:10
«ვარდისფერი და ცისფერი: ამ ფერებიდან რომელი არის შესაფერისი ბიჭებისთვის, და რომელი გოგონებისთვის? ასეთი კითხვა დაგვისვა ჩვენ ერთმა მკითხველმა, და იმედი გვაქვს, რომ მსჯელობა თემასთან დაკავშირებით, ბევრს დააინტერესებს. საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებული აზრი არსებობს, თუმცა, საყოველთაოდ მიღებული წესი ასეთია: ვარდისფერი – ბიჭებისთვის არის, ხოლო ცისფერი – გოგონებისთვის. საქმე იმაშია, რომ ბიჭუნებს უფრო მეტად უხდებათ ვარდისფერი, ფერი ძლიერიერი და გაჯერებული; გოგონებისთვის კი უკეთესი ცისფერი იქნება – უფრო ნაზი და დელიკატური» (Pink or Blue 1918).
და მაინც, როდის მიიღო ვარდისფერმა და ცისფერმა გენდერული მნიშვნელობა? და როდის გაიყო ბავშვების სამოსი ორ «ბანაკად» – «ბიჭებისთვის» და «გოგოებისთვის».
რაც შეეხება ვარდისფერი ფერის გოგონებთან და ქალებთან კავშირის ისტორიას, III პერიოდად შეგვიძლია დავყოთ: I პერიოდი გასული საუკუნის I ნახევარს მოიცავს – როდესაც ეს ფერი სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის, ფაქტიურად, აკრძალული იყო. II პერიოდი 60-იან წლებში დაიწყო და 80-იან წლებამდე გაგრძელდა. მაშინ ყველა პასტელური ფერი და მათ შორის ვარდისფერიც, «შეირისხული» იყო, რადგან როგორც კვლევის შედეგად დაადგინდა, ახალშობილებს მკვეთრი, კონტრასტული ფერები იზიდავთ. III. 80-იანი წლების დასაწყისიდან, ფემინისტური მოძრაობის დაწყებასთან ერთად, ვარდისფერმა ერთმნიშვნელოვნად «ქალური» ფეროს სტატუსი დაიმკვიდრა (ქალებმა ეს ფერი იმიტომ აირჩიეს, რომ ის წარსულში ძლიერ ფერად ითვლებოდა) და ამავდროულად, 3-7 წლის გოგონების სამოსის ძირითადი ფერი გახდა. შესაბამისად, მეორე ფერი, ანუ ცისფერი – «ბიჭების» ფერი (ეს ორი ფერი ყოველთვის წყვილში იყო და სხვა ალტერნატივა არც განხილულა) გახდა. ყოველივე ამას, ხელი იმანაც შეუწყო, რომ 1985 წელს უკვე შესაძლებელი გახდა ბავშვის სქესის წინასწარ გაგება და როდესაც მომავალი მშობლები ბავშვის სქესს იგებდნენ, ისინი წინასწარ «გოგონებისთვის» და «ბიჭებისთვის» შესაფერის ნივთებს იძენდნენ. საცალო ვაჭრობაში ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და გაყიდვების გაზრდის მიზნით, სამოსის ინდივიდუალიზაცია მოახდინეს. ასე, რომ, ისევე როგორც 100 წლის წინ, დღესაც ეს ორი ფერია ძირითადი, მაგრამ დღეს უკვე საპირისპირო დანიშნულებით.
290 9-ს მოსწონს
|