![ნიკა გვარამია:"არა არს სიმღერა
თბილისზე, უფრო გოიმური, ვიდრე ეს
ფანოღ-ბაიათი" image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201710/201710072029176227.png)
რუსთავი-2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჯგუფი სახე & Bithard, ft Poetry 'N' Motion-ის ახლად გარემიქსებულ სიმღერას " ჩემო თბილის ქალაქო"(მუსიკის ავტორი გოგი ცაბაძე, ტექსტის ავტორი მორის ფოცხიშვილი)სოციალური ქსელით ეხმაურება:
"არა არს სიმღერა თბილისზე, უფრო გოიმური, ვიდრე ეს ფანოღ-ბაიათი. წარმოდგენილი ვერსია - მთლად უარესი და უხამსობამდე უგემოვნო, თან მსუქანი კაცების სასაცილო როკვის ფონზე"-წერს ნიკა გვარამია.
![ნიკა გვარამია:"არა არს სიმღერა
თბილისზე, უფრო გოიმური, ვიდრე ეს
ფანოღ-ბაიათი" image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201710/201710072037546227.png)
სიმღერა იუტუბზე 4 ოქტომბერს დაიდო და ჯერჯერობით 10 000-მდე ნახვა აქვს.
ამ ღრუზინული ათ კილოიანი ოქროს "ცეფების" სიყვარული კი მაინც ვერ მოიცილეს.