სხვა რას იყიდიდით 1 მანეთად საბჭოთა კავშირში? 2017, 7 ოქტომბერი, 13:07 ოფიციალურად საბჭოთა კავშირში 1 აშშ$= 0, 557 კაპიკს უდრიდა, თუმცა ეს უფრო ფორმალური იყო, რადგან შავ ბაზარზე საბჭოთა პერიოდში 1 აშშ$-ს 3 მანეთზე ნაკლებად ვერ შეიძენდით, მიუხედავად ამისა, საბჭოთა მანეთი წლების განმავლობაში საკმაოდ მყარი ვალუტა იყო და ყოველთვის სტაბილურობით გამოირჩეოდა სავალუტო ბირჟაზე.
მაინც რისი შეძენა შეიძლებოდა 1 მანეთად საბჭოთა კავშირში? ტრანსპორტი 20 მგზავრობა მეტროთი და საქალაქო ავტობუსით, 10 მგზავრობა ექსპრესი-ავტობუსით, 33 მგზავრობა ტროლეიბუსი-ტრამვაით, 5 მგზავრობა სამარშუტო ტაქსით კვების პროდუქტები:1 ლიტრი ზეთი;სამი ქილა მაიონეზი 200 გრამიანი;კარაქი 200 გრამი +1 პური;3 ან 4 პური(ხარისხის მიხედვით 500 გრ.)14 შეფუთვა მანანის ბურღული; 3 ან 4 ბოთლი ლუდი(0, 5 ლ);1, 5ლ ჩამოსასხმელი ღვინო;1 ან 6 კოლოფი სიგარეტი ხარისხის მიხედვით;14 კოლოფი მარილი;3 ლიტრი რძე;ერთი ან სამი თევზის კონსერვი(წონის და ხარისხის მიხედვით);2, 5 კგ შაქარი;2 ბოთლი "პეპსი-კოლა";10 დან 3 შეფუთვა ხაჭო წონის მიხედვით;ერთი ფილა შოკოლადი(200 გრ.);სამი ბოთლი მაწონი(0, 5ლ);10 კილოგრამი კარტოფილი; საყოფაცხოვრებო მომსახურეობა:ქუჩის ტელეფონზე დარეკვა 50-ჯერ;25-50 გაზეთი;ლატარიის ბილეთი-3; ბილეთი კინოში-10 დილის სეანსი;დღის სეანსი-4, უცხოური ფილმის პრემიერა-2 ბილეთი;5 ვიზიტი პარიკმახერთან ოფიციალურად, თუმცა ყველა 1 მანეთს იხდიდა;5-იდან 2, 5 ლიტრი ბენზინი(ხარისხის მიხედვით);საწარმოს ან დაწესებულების სასადილოში ერთჯერადი კვება; ფოსტა-30-50 დეპეშის ან წერილის გაგზავნა;6 ჩებურეკი;10-15 ხინკალი;20 გაზიანი(სიროფით) წყალი;სტადიონზე საფეხბურთო მატჩი: 2 ან 4 ბილეთი;ასანთი 100 ცალი; სათამაშო ავტომატები-5 თამაში; 5058 14-ს მოსწონს |
3 - 4 ბოთლი ლუდი "ჟიგული" რა იქნებოდა არ უნდა ამას დიდი ფილოსოფია..