სხვა 10 ფერადი და თვალწარმტაცი ადგილი მსოფლიოში 2017, 6 ოქტომბერი, 15:39
1. " ლეგოლენდი" - დანია: კოპენჰაგენი ულამაზესია, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული დასასვენებელი ადგილი, ფერადი შენობებით არის " ლეგოლენდი" – ცნობილი გასართობი პარკი, აქ მოხვედრაზე ოცნებობენ არა მარტო ბავშვები, არამედ ზრდასრული ადამიანებიც. პარკი აშენებულია ბილუნდში, ცნობილი კონსტრუქტორის – ლეგოს სამშობლოში.
2. ახალი ინგლისი, შემოდგომა: ცნობილი ფოთოლცვენა, ოქროსფერი, სტაფილოსფერი და ყვითელი ფერებით. 3. ყოველწლიური "ცაში დაკიდული ქოლგების" პროექტი, პორტუგალია. პირველად დეკორაცია მოაწყვეს 2011 წელს არტ-ფესტივალის განმავლობაში. შემდეგ კი ყოველწლიური ზაფხულის ფესტივალის სახე მიიღო. 4. ჩინეთი : მთების ცისარტყელა: თითქოს გიგანტმა ბავშვებმა ერთმანეთში აურიეს საღებავები და მთებს გადმოასხეს. 5. დანაკილის დეპრესოა, ეთიოპია: ესაა პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური გარემო, თბილი მყინვარებითა და პატარა გეიზერებით, რომლებიც მუდმივად მოძრაობენ და სამყაროს ლავას აყრიან. 6. პროვანსი, საფრანგეთი: როგორც ბევრ ადგილას საფრანგეთში, პროვანსშიც მეთორმეტე საუკუნის შემდეგ ტრადიციად იქცა ლავანდას მინდვრების გაშენება, მათი ფერი და სურნელება ერთნაირად გაგაბრუებთ. 7. რიო დე ჟანეირო, ბრაზილია: რიოს წმინდა/ სანტა მარტა ფაველა გარდაიქმნა ცისარტყელას ზოლებად, შენობები საერთო შეხედულებით ცისარტყელას მოგვაგონებს. 8. სინკუე ტერე, იტალია: შედგება 5 პატარა სოფელისაგან, სულ მოსახლეობის რაოდენობა 1500-მდეა, სოფლები ადრეული შუასაუკუნეების ისტორიას აცოცხლებენ. 9. კეუკენჰოფის ტიტები, ლისე, ჰოლანდია: უამრავ ყვავილტა შორის, ტიტები ლისზე ნამდვილად ჭარბობს და ფერების ამ ულამაზესი შეხამებით. 10. და ბოლოს: ლა ბოკა, ბუენოს აირესი, არგენტინა- კობლესტოუნის ქუჩა ცნობილია როგორც "El Caminito", ქუჩა გაფორმებულია მჭიდრო, შეღებილი შენობებით. ტროტუარზე აუცილებლად შეგვხდებიან მუსიკოსები და ხელნაკეთი ნივთებით მოვაჭრე ხელოვანი ადამიანები. 2604 3-ს მოსწონს
|