x
მეტი
  • 06.12.2021
  • სტატია:115425
  • ვიდეო:352813
  • სურათი:489350
"კუბა ლიბრე": საიდუმლო სტრიპტიზ -კლუბები, პარტიზანები და თავისუფლების ატმოსფერო რევოლუციურ 1950-იან წლებში
image


კუბის რევოლუცია, ფიდელ კასტროს აკვამლებული სიგარის მსგავსად 1950-იან წლებში მთელ ქვეყანას ტალღად მოედო და მისი ისტორია რადიკალურად შეცვალა. თავისუფალი პარტიზანები, მამაცი და მტკიცე ერნესტო ჩე გევარა და საოცარი ატმოსფერო, რომელიც იმ დროს სუფევდა, ადამიანებში დღემდე აღფრთოვანებას იწვევს. ტონი პეროტეტის ფოტოწიგნი ახალგაზრდა ფიდელის ეპოქაში მოგზაურობის შესანიშნავ საშუალებას იძლევა. წარმოგიდგენთ 60 წელზე მეტი ხნის წინ გადაღებულ კუბის რევოლუციის დროინდელ უნიკალურ ფოტოსურათებს, რომლებიც ცოტა ხნით 50 - იანი წლების ატმოსფეროში დაგაბრუნებენ.


image


ფოტოწიგნი "კუბა ლიბრე" "თავისუფლების კუნძულის" ცნობილი რევოლუციის ახალ პერსპექტივას ხსნის. მასში შესულია უამრავი იშვიათი ფოტოკადრი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია იმ დროინდელი ისტორიული მოვლენების ქრონოლოგიის აგება. მკითხველს ფიდელ კასტროსა და ჩე გევარას გზა კუბაში სახელმწიფო გადატრიალების დაწყებიდან, ქვეყანაში ახალი რეჟიმის დამყარებამდე ნაბიჯ - ნაბიჯ მიიყვანს. ნიუ – იორკელი მწერალი ტონი პეროტეტი კუბას პირველად 23 წლის წინ ეწვია. იმ დროიდან ის თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ისტორიამ გაიტაცა და მისი დეტალური შესწავლაც დაიწყო.


image


ფიდელ კასტრო ახალგაზრდობაში შესანიშნავი სპორტსმენი ყოფილა. უფროსს კლასებში სწავლისას კუბის რევოლუციის მომავალი ბელადი კალათბურთსა და ბეისბოლს თამაშობდა.


image


1920-იან და 1930-იან წლებში ჰავანაში საიდუმლო სტრიპტიზ –კლუბები, ბარები და კაზინოები მუშაობდა. კუბის დედაქალაქი დასავლეთის ერთ – ერთი "ცოდვის ქალაქი" იყო, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ და, პარიზსა და შანხაისაც კი უსწრებდა.



image


სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული ფიდელი მხოლოდ პოლიტიკით ცხოვრობდა. 1952 წლის ფოტოზე რევოლუციის მომავალი ლიდერი სადილობისას პოლიტიკურ თემებს განიხილავს.


image


ფიდელ კასტროსა და ჩე გევარას პირველი ერთობლივი ფოტო მეხიკოში, ციხის საკანში, 1956 წელს გადაღებული.


image


ფიდელის ერთ – ერთი ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოკადრი: 1957 წელს "New York Times"– ის ჟურნალისტმა კუბის რევოლუციის ლიდერამდე იმის დასამტკიცებლად ჩააღწია, რომ ყველასთვის ეჩვენებინა - კასტრო ცოცხალი იყო.


image


ფიდელ კასტრომ და სელია სანჩესმა (ცენტრში) მსოფლიო ისტორიაში ერთ - ერთი ყველაზე გრანდიოზული რევოლუციური თანამშრომლობა დაიწყეს. ფოტოზე მარცხნივ კი, რევოლუციონერი და პოლიტიკოსი აიდე სანტამარია გახლავთ.


image


ფიდელი და ერნესტო ჩე გევარა პარტიზანული ომის დაწყებისას. იმ პერიოდში მათ ბაზირების ადგილის შეცვლა ყოველ ღამით უწევდათ.


image


ფიდელ კასტროსთან დაახლოებული ერთ-ერთი კომანდანტე, ხუან ალმეიდა, ცხენზე ამხედრებული.


image


კუბელი რევოლუციონერი კამილო სიენფუეგოსი (ჩაფხუტით) და ფიდელ კასტრო ამერიკელ ახალგაზრდა დეზერტირებს ემშვიდობებიან, რომლებიც პარტიზანებს შეუერთდნენ.


image


ჩე გევარა ცხოველების დიდი მოყვარული გახლდათ.


image


სელია სანჩესი (მარცხნივ) და ვილმა ესპინი (მარჯვნივ) პარიზული ჟურნალი "Match"- ისთვის. მდიდარი ადვოკატის ქალიშვილმა, ვილმამ გადაწყვიტა მდიდრული სახლიდან გაქცეულიყო და რაულ კასტროს შეერთებოდა, რომელსაც ცოლადაც გაჰყვა.


image


უცნობი პარტიზანელი გოგონა საკერავ მანქანაზე კერვისას. პარტიზანი ქალები ხშირად ასრულებდნენ საყოფაცხოვრებო დავალებებს: აკერებდნენ ფორმებს, ამზადებდნენ საკვებსა და უვლიდნენ ავადმყოფებს.


image


ჩე გევარამ თავისი ცნობილი შავი ბერეტის ტარება მას შემდეგ დაიწყო, რაც მას ქუდი ჩრჩილმა შეუჭამა. ერნესტომ ბერეტი ესკამბრაის მთებში დაღუპული თანამებრძოლისგან მემკვიდრეობით მიიღო.


image


ერნესტო კამილო სიენფუეგოსთან ხუმრობის დროს, რომელიც 1956 წელს გრანმას ექსპედიციის წევრი იყო. სწორედ ამ კამპანიიდან დაიწყო რევოლუციონერების შეიარაღებული აჯანყება ფიდელ კასტროს მეთაურობით ფულგენციო ბატისტას დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ.


image


ამერიკელმა სამხედრო ფოტოგრაფმა დიკი შაპელმა ფიდელი სწორედ იმ დროს აღბეჭდა, როდესაც ის სელიას წერილის ტექსტს კარნახობდა, 1958 წელი.


image


ჰავანაში დაბრუნებისთანავე ფიდელ კასტრო და ჩე გევარა გამარჯვებას ზეიმობენ. მათი მეგობრობა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული რევოლუციური ტანდემი იყო.


image


კუბელმა ფოტოგრაფმა ალბერტ კორდამ ჩე გევარას ეს საკულტო ფოტო 1960 წელს, ჰავანაში გამართული მიტინგის დროს გადაიღო. მოგვიანებით, ამ სურათის ასლი იტალიელმა ბიზნესმენმა გამოიყენა, რამაც ის თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფოტოდ და წინააღმდეგობის ერთგვარ სიმბოლოდ აქცია.


image


"NBC"- ის ოპერატორი ვენდელ ჰოფმანი ტურპინოს მთაზე ფიდელ კასტროს დებიუტის შესახებ ფილმის გადასაღებად ემზადება.


image


კუბის რევოლუცია სამუდამოდ დარჩება თავისუფლებისა და ცხელი თავების სიმბოლოდ. მამაცი პარტიზანები, ფიდელ კასტრო და ერნესტო ჩე გევარა კიდევ დიდხანს შთააგონებენ მწერლებს, მხატვრებსა და მათ, ვისაც სურთ გულის ძახილით ცხოვრება და არა იმ წესებით რომლებიც ზემოდან არის ნაკარნახევი.












0
1238
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1238