სხვა “მსგავსი რამ მანამდე არ მომხდარა….“ - ლელა კაკულიას შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება 29 სექტემბერი, 14:49 ცნობილი ქართველი ნათელმხილველი ლელა კაკულია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ჯერ კიდევ 1992 წლით დათარიღებულ წინასწარმეტყველას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:"გლობალურ პოლიტიკაში მიდის ისეთი კოლოსალური თამაში, როგორიც ისტორიას არ ახსოვს — მსგავსი რამ მანამდე დედამიწაზე არ მომხდარა.თამაშობს ამერიკაც, დიდი ბრიტანეთიც და დანარჩენი ევროპაც. ყველა სახელმწიფოს სურს, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ძლიერი პოზიცია დაიკავოს. მაგრამ წამყვან სახელმწიფოდ, ლიდერად, მაინც შეერთებული შტატები რჩება.მუსლმთა გაერთიანების საფრთხე დასავლეთს უკვე ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ მსოფლიოს დომინანტები ისინი გახდნენ, მათ უკარნახონ დანარჩენ მსოფლიოს დღის წესრიგი.სხვათა შორის, თამაშობს გაეროც, რომელიც რეზულიციას იღებს და ათასგვარ განცხადებას აკეთებს, თითქოს თითს უქნევს ისრაელს. სინამდვილეში ყველანი წინასწარ არიან შეთანხმებული, ვინ რომელ ხმას იტყვის საერთო პოლიტიკურ სიმღერაში.ყველა ის განცხადება, რომელიც თითქოს ისრაელის „დაუნდობელ ქმედებებს გმობს“ ღაზაში, კეთდება მხოლოდ და მხოლოდ მუსლიმების დასანახად, იმისთვის, რომ შეაჩერონ ისინი და მათი გაერთიანება არ დაუშვან.მაგრამ მუსლიმური სახელმწიფოები მაინც გაერთიანდებიან და მოხდება ის, რასაც მრავალი წელია, ვწინასწარმეტყველებ: მუსლიმები გაერთიანდებიან და ომს უცხადებენ მსოფლიოს!!!ეს ჯერ კიდევ 1992 წელს დავინახე და ვთქვი.მაშინვე ვიწინასწარმეტყველე ისიც, რომ მუსლიმთა გაერთიანების გული და ძლიერი ბაზა — ეს ირანია; რომ დაიძაბება სექტემბერი და ოქტომბერი, ოღონდ არა საქართველოსათვის, არამედ მთელი ქრისტიანული ქვეყნებისათვის; რომ ჩემი საქართველო ჩაკეტილია — ღვთის დაცვით რკალს ვერავითარი მიწიერი ძალა ვერ გაარღვევს და ეს იქნება უდიდესი სასწაული!!!" - ვკითხულობთ ლელა კაკულიას პოსტში.1318 შეფასება არ არის |