სიახლეები საშიშია თუ არა ჩილიმის მოწევა? 2017, 6 ოქტომბერი, 15:07 ჩილიმის მოწყობილობის მოწევისას მოქნილი მილები, რომელშიც თამბაქოს კვამლი გადის მიდის პირდააპირ ფილტვებში.
ჩვეულებრივ ჩილიმში იყენებენ სურნელოვან თამბაქოს და ნახშირბადს, რომელიც მოწევისას ცეცხლზე რჩება. მაგრამ შედარებით რთული მოწყობილობის შემთხვევაში ეს ნივთიერებები გადადის ორგანიზმში.
მოიძებნა ჩილიმის მოსაწევის ისეთი ნაერთი, რომელიც საერთოდ არ შეიცავს ნიკოტინს და მასში საწვავად ნახშირი არ არის გამოყენებული, იგი შედგება ბატარეების ელენემტებისგან.ანუ ეს არის ელექტრონული მოწყობილობები ნიკოტინისა და არომატული ნარევების გამოყენებით. სინამდვილეში არ აქვს მნიშვნელობა, რას მოწევ, რადგან მოწევა მავნებელია. თუ ადამიანი სიგარეტზე რამდენიმე წუთს ხარჯავს, ჩილიმის მოწევაზე ეს დრო 20დან 80 წუთამდე გრძელდება.რაც უდრის 10 ღერი სიგარეტის მოწვას. თუ ჩავთვლით, რომ სიგარეტი ნოკოტინს შეიცავს, მაშინ ჩილიმი უფრო მავნეა ამ მხრივ, რადგან არ არის რეგულირებული და სტანდარტიზირებული მისი მოწევის ნორმა.არ არსებობს რეგულაციები ბოილებისა და მილების ზომაზე. ჩილიმში საშიში მარტო ნიკოტინი კი არა არამედ სხვა ნივთიერებები და მინარევებია.მაგ: ნახშირბადის მონოქსიდი, რომელიც იქმნება ქვანახშირის, ლითონების, ფორმალდეჰიდის, აცეტალდეჰიდის და 27ზე მეტი კანცეროგენისგან. სხვათა შორის, პასიური მწეველთათვის ეს კვამლი ისეთივე სახიფათოა, როგორც მათთვის, ვინც არ სვამს. რისი გამომწვევია ჩილიმის რეგულარული მოწევა? გულისა და სისხლძარღვების დაავადებები. კიბო. ინფექციები. ამოტომ უმჯობესია არ მოწიოთ, ან ნაკლები კონტაქტი იქონიოთ ჩილიმთან, განსაკუთრებით კი შედარებით რთულ მოწყობილობებთან. 165 7-ს მოსწონს
|