სხვა ცნობილი რუსი მომღერალი ზემფირა და რეჟისორი რენატა ლიტვინოვა შვედეთში დაქორწინდნენ? 2017, 5 ოქტომბერი, 18:46 ![]() შვედეთში 2009 წლიდან მოქმედებს კანონი, რის მიხედვითაც ერთსქესიანთა ქორწინება ნებადართულია. ![]() როგორც ტელეარხის ვებგვერდი იუწყება, საქორწინო ცერემონიის შემდეგ 50 წლის ლიტვინოვა და 41 წლის ზემფირა (რამაზანოვა) საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრნენ, ჯერ მოინახულეს სტოკჰოლმი და შემდეგ ტალინში წავიდნენ. თუმცა, როგორც "КП" აღნიშნავს ინფორმაცია, რომელიც გამოჩნდა მედიაში - ნამდვილად ახალი ამბავი არ არის. გამოცემა აღნიშნავს, რომ "ჭორებმა ვარსკვლავების დაქორწინების შესახებ 8 წლით დაიგვიანა" და იურიდიული თვალსაზრისით, ლიტვინოვა და რამაზანოვა ვერ იქორწინებდნენ შვედეთში. მომღერალი და რეჟისორი ხშირად მუშაობენ ერთად. ზემფირა ლიტვინოვას რამდენიმე ფილმის მუსიკის ავტორია, აგრეთვე ლიტვინოვამ ზემფირას რამდენიმე კლიპი გადაიღო. ![]() სოციალურ ქსელებში მათ არ აქვთ დადებული ფოტო, რომელიც დაადასტურებდა ასეთ მნიშვნელოვანი მოვლენას. რენატა ლიტვინოვას წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეჟისორი აპირებს უჩივლოს გამოცემას ცილისმწამლებური ინფორმაციის გავრცელების გამო. ![]() 204 3-ს მოსწონს
|