სხვა ''ოსტალგია" -რატომ ენატრებათ აღმოსავლელ გერმანელებს სოციალისტური გერმანია? 2017, 4 ოქტომბერი, 9:39
3 ოქტომბერს გერმანია გაერთიანების დღეს აღნიშნავს, ანუ როცა გაერთიანდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ორად გაყოფილი გერმანია-გფრ და გდრ. ბერლინის კედელის დანგრევა და გერმანიის გაერთიანება იყო უდიდესი მოვლენა უახლეს მსოფლიო ისტორიაში და ახალი ისტორიული ეტაპის დასაწისი, მსოფლიო რუკაზე გაჩნდა ახალი სახელმწიფოები(თუმცა უმეტეს შემთხვევაში შიდა ომების და სისხლისღვრის ფასად)... სოციალისტურმა გერმანიამ 40 წელი იარსება, წლების განმავლობაში მრავალი გერმანელი ცდილობდა დასავლეთ გერმანიაში გაქცევას, ასობით ადამიანი საზღვარზე იქნა დახვრეტილი.ისტორიას შემორჩა დასავლეთ გერმანიაში გაქცევის დაუჯერებელი ამბები(მაგ.გვირაბის გათხრა კედლის ქვეშ, პლანერით გადაფრენის მცდელობა და ა.შ.)მიუხედავად ამისა 2009 წელს აღმოსავლეთ გერმანელების 57%-მა გამოკითხვის შემდეგ ისურვა კვლავ სოციალისტურ გერმანიაში დაბრუნება.მაინც რა არის ამის მიზეზი?
ტერმინი "ოსტალგიას"(გერ, Ostalgie, გამომდინარე სიტყვა Osten-ისგან)დამკვიდრებას გერმანელ მსახიობს, უვო შტაიმლეს მიაწერენ, რომელიც წარსული სოციალისტური გერმანიის მონატრებას გულისხმობს. გერმანელი სოციოლოგი, პროფესორი კლაუს შროდერი(Klaus Schroeder)ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტიდან აღნიშნავს, რომ მიზეზი უნდა ვეძებოთ გდრ-ის ცხოვრების სტილში:"აღმოსავლეთ გერმანიაში ცხოვრება ბევრისთის უფრო მარტივი და გასაგები იყო." დოქტორ ფრანკ ჰოკის აზრით სოციოლოგიური კვლევის ცენტრიდან "ოსტალგია დაიწყო იმიტომ, რომ აღმოსავლელი გერმანელები დასავლეთთან გაერთიანების შემდეგ ელოდნენ უფრო მეტს, მაგრამ მიიღეს ძალზე მცირე", ამასთანავე ჰოკი აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ გერმანელების იტენდურობა არ არის მიწათმოქმედება, როგორც ეს ბავარიელებისთვის ან საქსებისთვის არის, აღმოსავლეთ გერმანელებს თვითონ არ სურთ დასავლეთთან ინტეგრირება. ანალიტიკოსი, პროფესორი იურგენ ჰარდტი (Jurgen Hardt)-ი აღნიშნავს, რომ "გაერთიანების პერიოდში პოლიტიკოსები მრავალ დაპირებას იძლეოდნენ, რომელიც მრავლისთვის მომავლის იმედს იძლეოდა, თუმცა რეალიზების გარეშე დარჩა.ასე, რომ "ოსტი" და "ვესტი" დღეისთვის ისევ უცხოები არიან." დოცენტმა პოტემინმა ემანუელ კანტის სახელობის ბალტიის ფედერალური უნივერსიტეტიდან "ოსტალგიის" შესახებ შემდეგი ფორმულირება ჩამოაყალიბა: "ეს არის ნოსტალგია იმ დროის, როცა ადამიანები ოცნებობდნენ, იმედი ჰქონდათ. როდესაც ხალხი მხოლოდ მშვიდობაზე ფიქრობდა მთელს მსოფლიოში. ახლა, როდესაც ისინი ცხოვრობენ ამ სამყაროში, ოცნებები შეცვალა ღრმა იმედგაცრუებამ. " დღეს გერმანიაში გახსნილია მაღაზიები.სადაც იყიდება ნივთები, რომელიც ძალზე პოპულარული იყო გდრ-ში, ბერლინში არის სასტუმრო "ოსტელი", რომელიც 80-იანი წლების სოციალისტური რეალობის სტილშია გაფორმებული.მაღაზია OssiVersand-ს წელიწადში მილიარდი ევრო აქვს ბრუნვა, ხოლო მაღაზია Ossiladen-ს, რომელიც ფოსტით აგზავნის აღმოსავლურ გერმანულ ნოსტალგიურ საქონელს 40 000 მუდმივი კლიენტი ჰყავს. ნელნელა პოპულარული ხდება მთელს გერმანიაში გდრ-ის ფილმები და მაგ პერიოდში გამოსული წიგნები, ახალგაზრდები უბრუნდებიან გდრ-ის თემატიკას, ბესტელერად იქცა გიუნტერ გრასის რომანი "ფართო ველი" («Ein weites Feld») გამოვიდა რამდენიმე პოპულარული ფილმი, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიისადმი ნოსტალგიურ განწობას უსვამს ხაზს მაგ:"გუდბაი ლენინ"(2003);"მზის ხეივანი"(1999);"სიყვარული კედლის მიღმა"(2009) და სხვა.აგრეთვე ვიდეოთამაში Ostalgie(2016) 382 4-ს მოსწონს
|