სხვა 37 ათასი ევრო ჯარიმა ფოტოშოპის გამო-საფრანგეთში აიკრძალა მოდელების რეტუშირება 2017, 2 ოქტომბერი, 15:43 არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მოდელების ფოტოები რეტუშირებულია, გოგონების სხეულები გამხდრად გმოიყურებიან, ფეხები უფრო გრძელია, კანი გლუვი და თვალები უფრო გაფართოვებული. 2017 წლის 1 ოქტომბრიდან საფრანგეთში, ახალი კანონი შედის ძალაში: ამიერიდან ნებისმიერ კომერციულ ფოტოსურათს, რომელიც რეტუშირებული იქნება, თან უნდა ახლდეს გამაფრთხილებელი წარწერა, როგორც ეს სიგარეტის კოლოფებზეა. "Photographie retouchée"-აი - ახლა ასეთი წარწერა უნდა ახლდეს ფოტოშოპით- ით დამუშავებული სურათებს. კანონის დამრღვევი დაჯარიმდება 37, 500 ევროთი ან რეკლამის ღირებულების 30 პროცენტით. ქვეყნის მთავრობა, როგორც ჩანს შეშფოთებულია ერის სიჯანსაღეზე. ახალი კანონპროექტი დაეხმარება მწვავე ბრძოლა გამოუცხადოს უკიდურესად ექსტრემალურ სიგამხდრეს და დაანახებს გოგონებს, რომლებიც ცდილობენ მოდელის ფორმების შენარჩუნებას, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელია. "როდესაც ახალგაზრდები სხეულის არარეალისტურ გამოსახულებებს ხედავენ, ეს იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსს და საბოლოოდ აყალიბებს ჩვევებს, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. " ჯანდაცვის მინისტრი მარსიოლ ტურენი 300 7-ს მოსწონს
|