ქალი და მამაკაცი ინტერნეტ-თაღლითობა გაცნობის საიტიდან:როგორ "გადააგდო" უკრაინელმა გოგონამ ყურებამდე შეყვარებული შოტლანდიელი 2017, 1 ოქტომბერი, 20:37 ![]() კოლინ ორმა გოგონა ინტერნეტით გაიცნო და მალევე გააჩაღა მიმოწერა ეფექტურ ქერათმიან ლამაზმანთან. 40 წლის შეფ -მზარეულმა შეიტყო, რომ უკრაინელი ახალგაზრდა ქალი, ოლგა მარჩენკო საბავშვო ბაღში მუშაობდა, მარტო ზრდიდა მცირეწლოვან გოგონას და ცხოვრობდა ქალაქ ლუგანსკში. ყურებამდე ვირტუალურად შეყვარებული შოტლანდიელი დროდადრო ფულსაც უგზავნიდა ოლგას. ერთთვიანი ვირტუალური ურთიერთობის შემდეგ ოლგამ მამაკაცს განუცხადა, რომ იგი შეყვარებულია, სურს ედინბურგში მასთან გადასახლდეს და მის გვერდით იყოს. ![]() კოლინმა ოლგას გზის ფული შეუგროვა და უკრაინაში გადაუგზავნა.ვირტუალური ურთიერთობიდან 6 თვის შემდეგ მამაკაცი 1 ივლისს ოლგას ედინბურგის აეროპორტში უნდა დახვედროდა. მაგრამ იმ დღეს კოლინს გაწბილება ელოდა. ![]() ![]() ![]() აღელვებულმა კოლინმა ოლგა გამოაცხადა, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული, საპასპორტო მონაცემების მიღების შემდეგ სამართალდამცავებმა დაიწყეს ოლგას ძებნა, როგორც გაირკვა, ოლგა მარჩენკო მართლაც არსებობს, თუმცა მას არც უფიქრია შოტლანდიაში გადაფრენა, დადასტურებულია ისიც, რომ Western Union-ის საშუალებით ოლგამ თანხა მიიღო. ![]() პოლიციას არაფრის გაკეთება არ შეუძლია, მართალია ჩანს თაღლითობის კვალი, მაგრამ ძნელი იქნება ამის დამტკიცება. ასე, რომ ყველაფერი კოლინმა საკუთარ გაბრიყვებულ თავს უნდა დააბრალოს. ![]() "რატომ წაიღო ჩემი ფული? იცოდა, რომ უბრალო მუშათა კლასიდან ვიყავი..გავყიდე ჩემი ნოუთბუქი და გიტარა, რომ მისთვის თანხა გამეგზავნა.. "პოლიციამ განაცხადა, რომ მისი საპასპორტო მონაცემები ნამდვილია, ასე რომ სრულიად მოტყუებული დავრჩი..აწი არ მინდა, რომ სხვაც ანალოგიურად არ გაბრიყვდეს და იცოდეს ამის შესახებ" ![]() 1039 11-ს მოსწონს
|