შოუბიზნესი სოფი ლორენი - ბიოგრაფიული ფაქტები 2017, 1 ოქტომბერი, 19:23
იტალიელი თეატრისა და კინოს მსახიობი. ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს, ოსკარის მფლობელი, საყოველთაოდ აღიარებული, როგორც იტალიური კინოს საუკეთესო მსახიობი სოფი ლორენი. დაიბადა 1934 წლის 20 სექტემბერს.
ჩვილობაში სოფიას ლაქტოზისადმი არატოლერანტობა ჩამოუყალიბდა, რის გამოც ვერც მშობლის და ვერც ძროხის რძეს ირგებდა. ბავშვი უკიდურესად გამხდარი იყო და მისი გადარჩენა სათუოდ მიაჩნდათ. დედა სოფიას მარტო ზრდიდა, მიუხედავად იმისა, რომ მამამისის, რიკარდოს, დაბრუნების იმედს არ ჰკარგავდა. თუმცა მამისგან სოფიას მხოლოდ გვარი ერგო-შიკოლონე. სიკვდილს გადარჩენილი გოგონა 13 წლამდე უკიდურესად გამხდარი იყო, იმდენად, რომ თანაკლასელი ბიჭები მეტსახელად "კბილის საჩიჩქნ ჯოხს" ეძახდნენ. თუმცა ყველას გასაკვირად სოფია ორ წელიწადში შეივსო და დამშვენდა. სოფიას წარმატება პროვინციული სილამაზის კონკურსით დაიწყო. დედამისმა ქუჩაში ნანახ განცხადებაზე "გინდა გახდე ზღვის პრინცესა?" მიიღე მონაწილეობა კონკურსში!" გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ურჩია. ამ კონკურსისთვის სოფიას დედამ კაბა ფარდებისგან შეუკერა. ჟიურმა მეორე ადგილი მიაკუთვნა. 1950–იანი წლების დასასრულს, ლორენს წარმატებული დებიუტი ჰქონდა ჰოლივუდში, როდესაც მან ითამაშა 1957 წლის ფილმებში "ბიჭი დელფინზე" და "სიამაყე და ვნება", სადაც იგი თამაშობდა კერი გრანტთან და ფრენკ სინატრესთან ერთად. ლორენს და გრანტს ჰქონდათ რომანი, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ რომანადაა მიჩნეული. ლორენი საერთაშორისო მასშტაბის ვარსკვლავი გახდა. ამ დროისთვის მას მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: "სურვილი თელების ქვეშ" ენტონ პერკინსთან ერთად; "მცურავი სახლი", რომანტიკული კომედია კერი გრანტთან ერთად; ჯორჯ კიუკორის ფილმში "ფელერი ვიწრო ვარდისფერ სამოსში". 1960 წელს, ლორენმა ითამაშა ვიტორიო დე სიკას წარმატებულ ფილმში "ჩოჩარა", რომელმაც უამრავი ჯილდო მიიღო, მათ შორის კანის, ვენეციის და ბერლინის კინოფესტივალებზე. ლორენმა განსაკუთრებული როლისთვის ოსკარი მიიღო, კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალი. 1960–იანი წლების განმავლობაში, ლორენი გახდა ყველაზე პოპულარული ქალი მსოფლიოში, და იგი აგრძელებდა ფილმებში როლების მიღებას ამერიკასა და ევროპაში. 1964 წელს, მან მიაღწია კარიერის ზენიტს, როდესაც მიიღო 1 მილიონი აშშ დოლარი მთავარი როლისთვის ფილმში "რომის იმპერიის დაცემა" ლორენის ყველაზე ცნიბილი ფილმებია: "მილიონერი ქალი", "ეს დაიწყო ნიაპოლში", "გუშინ, დღეს, ხვალ", პიტერ უსტინოვის "ლედი ლ", "არაბესკა", "გრაფინია ჰონგ კონგიდან". 364 1-ს მოსწონს
|