შოუბიზნესი ირაკლი ფირცხალავას მეორე შვილი შეეძინა 2012, 12 ოქტომბერი, 14:33 რუსეთში მოღვაწე 35 წლის ქართველ მომღერალს ირაკლი ფირცხალავას დღეს გამთენიისას ვაჟი შეეძინა. პატარა 3, 83 კილოგრამი და 53 სანტიმეტრი დაიბადა. ირაკლის მეუღლე სოფია თავს კარგად გრძნობს. "ბავშვის სახელი ჯერ კიდევ ვერ მოვიფიქრეთ. ამისათვის საკმაოდ დიდი დრო გვაქვს. ასეთ საკითხებს სიჩქარე არ უხდება " ამბობს მომღერალი. შეგახსენებთ ირაკლის და მის მეუღლეს 22 წლის, სოფია გრებენშჩიკოვს ორი წლის ვაჟი ილია ფირცხალავა ჰყავთ. 1012 11-ს მოსწონს
|