შოუბიზნესი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა 2017, 11 ოქტომბერი, 21:55 ცნობილი ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებზე არ საუბრობენ, ოჯახის ახლობლების განცხადებით გულის შეტევით გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლებისაღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. ქართველი მსახიობი 58 წლის იყო. ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით. 1972 წლიდან მიიწვიეს კონოსტუდია "ქართულ ფილმში". ქავჟარაძემ განსაკუთრებული პოპულარობა თენგიზ აბულაძის ფილმში "ნატვრის ხე" შესრულებული მთავარი როლით მოიპოვა. 50 შეფასება არ არის
|