x
image
ბოჩოლა
სოფი ლორენი - ბიოგრაფიული ფაქტები
image

იტალიელი თეატრისა და კინოს მსახიობი. ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს, ოსკარის მფლობელი, საყოველთაოდ აღიარებული, როგორც იტალიური კინოს საუკეთესო მსახიობი სოფი ლორენი. დაიბადა 1934 წლის 20 სექტემბერს.


image



ჩვილობაში სოფიას ლაქტოზისადმი არატოლერანტობა ჩამოუყალიბდა, რის გამოც ვერც მშობლის და ვერც ძროხის რძეს ირგებდა. ბავშვი უკიდურესად გამხდარი იყო და მისი გადარჩენა სათუოდ მიაჩნდათ. დედა სოფიას მარტო ზრდიდა, მიუხედავად იმისა, რომ მამამისის, რიკარდოს, დაბრუნების იმედს არ ჰკარგავდა. თუმცა მამისგან სოფიას მხოლოდ გვარი ერგო-შიკოლონე.



image

სიკვდილს გადარჩენილი გოგონა 13 წლამდე უკიდურესად გამხდარი იყო, იმდენად, რომ თანაკლასელი ბიჭები მეტსახელად "კბილის საჩიჩქნ ჯოხს" ეძახდნენ. თუმცა ყველას გასაკვირად სოფია ორ წელიწადში შეივსო და დამშვენდა.image


სოფიას წარმატება პროვინციული სილამაზის კონკურსით დაიწყო. დედამისმა ქუჩაში ნანახ განცხადებაზე "გინდა გახდე ზღვის პრინცესა?" მიიღე მონაწილეობა კონკურსში!" გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ურჩია. ამ კონკურსისთვის სოფიას დედამ კაბა ფარდებისგან შეუკერა. ჟიურმა მეორე ადგილი მიაკუთვნა.


image

1950–იანი წლების დასასრულს, ლორენს წარმატებული დებიუტი ჰქონდა ჰოლივუდში, როდესაც მან ითამაშა 1957 წლის ფილმებში "ბიჭი დელფინზე" და "სიამაყე და ვნება", სადაც იგი თამაშობდა კერი გრანტთან და ფრენკ სინატრესთან ერთად. ლორენს და გრანტს ჰქონდათ რომანი, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ რომანადაა მიჩნეული.


image

ლორენი საერთაშორისო მასშტაბის ვარსკვლავი გახდა. ამ დროისთვის მას მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: "სურვილი თელების ქვეშ" ენტონ პერკინსთან ერთად; "მცურავი სახლი", რომანტიკული კომედია კერი გრანტთან ერთად; ჯორჯ კიუკორის ფილმში "ფელერი ვიწრო ვარდისფერ სამოსში".


image

1960 წელს, ლორენმა ითამაშა ვიტორიო დე სიკას წარმატებულ ფილმში "ჩოჩარა", რომელმაც უამრავი ჯილდო მიიღო, მათ შორის კანის, ვენეციის და ბერლინის კინოფესტივალებზე. ლორენმა განსაკუთრებული როლისთვის ოსკარი მიიღო, კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალი.


image

1960–იანი წლების განმავლობაში, ლორენი გახდა ყველაზე პოპულარული ქალი მსოფლიოში, და იგი აგრძელებდა ფილმებში როლების მიღებას ამერიკასა და ევროპაში.


image

1964 წელს, მან მიაღწია კარიერის ზენიტს, როდესაც მიიღო 1 მილიონი აშშ დოლარი მთავარი როლისთვის ფილმში "რომის იმპერიის დაცემა"


image

ლორენის ყველაზე ცნიბილი ფილმებია: "მილიონერი ქალი", "ეს დაიწყო ნიაპოლში", "გუშინ, დღეს, ხვალ", პიტერ უსტინოვის "ლედი ლ", "არაბესკა", "გრაფინია ჰონგ კონგიდან".


image

image


image

image




















































0
364
1-ს მოსწონს
ავტორი:ბოჩოლა
ბოჩოლა
364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0