შოუბიზნესი მონიკა ბელუჩი - ბიოგრაფიული ფაქტები 2017, 29 სექტემბერი, 16:52 მონიკა ბელუჩი დაიბადა 1964 წლის 30 სექტემბერს იტალიის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქ ჩიტა-დი-კასტელოში. მამამისი ლუიჯი ბელუჩი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში იყო ჩართული, ხოლო დედამისი მარია გუსტინელი-პროფესით მხატვარი იყო. 1986 წელს ბელუჩი ჩაირიცხა პერუჯის უნივერსიტეტში იურუსპრუდენციის ფაკულტეტზე. სწავლის ფული რომ ეშოვა 16 წლის ასაკიდან იგი მუშაობდა მოდელად. სამოდელო ცხოვრებით ბელუჩი მეტად დაინტერესდა. ამიერიდან მან საბოლოოდა აიღო ხელი უნივერსიტეტზე. 1988 წელს ბელუჩი საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ მილანში. 1989 წელს ბელუჩი როგორც მოდელი განთქმული იყო პარიზსა და ნიუ-იორკში. 2000 წლიდან ბელუჩის ფოტო სურათები იბეჭდებოდა სხვადასხვა პრესტიჟულ ჟურნალებში. ამ პერიოდისათვის მან ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია მოდის სფეროში, თუმცა იგი ამით არ კმაყოფილდება. მან გადაწყვიტა კინოში მოესინჯა თავი. საბოლოოდ სწორედ მოდელის კარიერამ მოიყვანა კინოში. მას საკმაო გამოცდილება ჰქონდა როგორც პროფესიონალ მოდელს, ამიტომ საულაც არ უჭირდა კამერის წინ თავისუფლად მოზრაობა და სხვადასხვა სცენების გათამაშება. მონიკას დაახლოებით 50-მდე როლი აქვს შესრულებული და ყველა ფილმს საოცარ სილამაზეს მატებდა და მატებს. მონიკა ორჯერ არის გათხოვილი. მისი მეუღლე ასევე ცნობილი მსახიობი ვენსან კასელია, მისგან კი 2 შვილი ჰყავს და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. 222 1-ს მოსწონს
|