სხვა მზის მინაბლოკები მშენებლობაში რევოლუციას გვპირდებიან 2017, 28 სექტემბერი, 23:31 ექსეტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერებმა შეიმუშავეს გამჭვირვალე მინის ბლოკები ინტეგრირებული მზის ელემენტებით. მინის ბლოკები შეასრულებენ დეკორატიულ ფუნქციას და ამავე დროს უზრუნველყოფენ შენობას ელექტროენერგიით. ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან და შეიძლება მათი გამოყენება კედლის ასაშენებლად აგურების ნაცვლად. მათი გამოშვება მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი. მინაბლოკები არა მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოქმნიან, არამედ თბოიზოლაციით უზრუნველყოფენ ოთახს. ოთახის გადახურებისაგან დასაცავად ბლოკები შიგნიდან სპეციალური საღებავით დაიფარება. ინჟინრები აღნიშნავენ, რომ მზის მინაბლოკები მზის პანელებთან შედარებით უფრო იაფი იქნება თუმცა, ჯერჯერობით არ არის ცნობილი ზუსტი ღირებულება და არც მათი ენერგოეფექტურობის მაჩვენებლები. 98 1-ს მოსწონს
|