საბუნებისმეტყველო ორგანიზმის გაახალგაზრდავება ნატურალური საშუალებებით 2017, 3 ოქტომბერი, 11:42 ახალგაზრდობის და სილამაზის შენარჩუნება, კანის დაბერების შეჩერება და საერთოდ, ორგანიზმის გაახალგაზრდავება — ნებისმიერი ქალის (და არა მარტო ქალის) ოცნება არის. სამწუხაროდ, დრო არ ჩერდება. ჩვენ არ შეგვიძლია სიბერის შეუქცევადი პროცესის შეჩერება, მაგრამ შეგვიძლია მისი შენელება! ბევრს არ გავაგრძელებთ და პირდაპირ ვიტყვით, რომ ახალგაზრდობის საიდუმლო წყარო – ჰორმონი მელატონინი არის, რომელიც ყოველი ჩვენთაგანის ორგანიზმშია. დროთა განმავლობაში, ჩვენი მავნე ჩვევების, თუ გარემო ფაქტორების გამო (არაჯანსაღი ცხოვრების წესი, მავნე საკვები, მოწევა, ჭუჭყიანი გარემო პირობები...), მისი რაოდენობა მცირდება, რაც ორგანიზმის დაბერებას იწვევს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სწორე მელატონინს შეუძლია ადამიანისთვის ახალგაზრდობის და სიცოცხლის გახანგრძლივება 10–15 წლით. ![]() მელატონინი — ეპიფიზში გამომუშავდება და ის ადამიანის დღეღამური რითმის მარეგულირებელი არის. ჰორმონის ძირითადი რაოდენობის გამომუშავება, ძილის დროს, ერთი და იგივე დროის მონაკვეთში – 23:00-დან – 3 საათამდე შუალედში ხდება. საშუალო ასაკის გადალახვის შემდეგ, ადამიანს სხვადასხვა სახის ქრონიკული, თუ არა ქრონიკული დაავადება და ტკივილები უჩნდება. ყოველივე ამის მიზეზი — მელატონინის უკმარისობა არის.
![]() როგორ შეიძლება მელატონინის გამომუშავების გაუმჯობესება უნიჭიერესი მსახიობი და შეუდარებელი სილამაზის სოფი ლორენი არ იღლება იმის გამეორებით, რომ სილამაზის მთავარი საიდუმლო, ჯანმრთელ ძილში არის. ის ყოველთვის საღამოს 9 -ზე იძინებს და დილის 6 საათზე იღვიძებს. ![]() მის რჩევას ნამდვილად აქვს მეცნიერული საფუძველი: მელატონინის დონე ზრდას 21:00 საათიდან იწყება და თავის პიკს ღამის 2:00 სთ-ზე აღწევს. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო ადრე წვება ადამიანი დასაძინებლად, მით უფრო მეტად ლამაზდება და ახალგაზრდავდება ის მელატონინის წყალობით. ღრმა ძილის ფაზაში, ორგანიზმის ყველა რესურსის განახლება ხდება, უჯრედების დონეზე! ![]() ძილის გარდა, ამ ფერმენტის გამომუშავებაზე გავლენას საკვებიც ახდენს. ისეთი პროდუქტები, როგორებიც არის: რძე, ზღვის პროდუქტები, ქათმის ხორცი, თევზი, ღვიძლი, კვერცხი, ხაჭო, შვრია, გამომცხვარი კარტოფილი, ბოსტნეული, მიწის თხილი (არაქისი), ნუში, გოგრის თესლი, ფინიკი და ბანანი – ამ ფერმენტის გამომუშავების რაოდენობას ზრდას. ![]() გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია საღამოს საათებში ყოველგვარი სტრესული სიტუაციისგან თავის შეკავება. გახსოვდეთ, რომ ნერვული სისტემა სრულ სიმშვიდეში უნდა იყოს, რადგან სტრესი და დაძაბულობა, აფერხებს ჰორმონის გამომუშავებას. ![]() მელატონინის გამომუშავებას ასევე ხეს უშლის, ძილის წინ, მუქი ჩაის ან ყავის დალევა. მსგავსი ეფექტი აქვს ზოგიერთ მედიკამენტსაც. ამიტომ, წამლის მიღების წინ, ყოველთვის გაეცანით ინსტრუქციას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ უძილობა გაწუხებთ! ძილის წინ, შეგიძლიათ დალიოთ მცენარეული ჩაი, დამამშვიდებელი ეფექტით. ![]() დიდი მნიშვნელობა აქვს ძილის ჰიგიენასაც. საძინებელი კარგად უნდა იყოს განიავებული. და ასევე, ძილის წინ, არ შეიძლება სმარტფონით სიახლეების ნახვა. ![]() მელატონინის მიღება წამლის სახითაც არის შესაძლებელი; მისი წარმოება სინთეტიკური გზით ხდება, აბის ან კაფსულის სახით. მაგრამ, არანაირი თვითმკურნალობა! ამ წამლის მიღება და დოზირება, მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება!!! ![]() ახალგაზრდობის ჰორმონის გამომუშავება იზრდება ვარჯიშის შემდეგაც. მაგრამ ეს რომ მოხდეს, მინიმუმ 1 საათიანი ფიზიკური დატვირთვა არის საჭირო – რეგულარული და ზომიერი — აი, რა არის საჭირო ორგანიზმში ჰორმონის დონის ასამაღლებლად! ![]() ყავისა და მუქი ჩაის გარდა, ჰორმონის გამომუშავებაზე უარყოფითად მოქმედებს ალკოჰოლური სასმელები, ცხიმიანი საკვები და მოწევა! განსაკუთრებით, ეს უკანასკნელი. ![]() თუ ორგამიზმში ჰორმონი მელატონინი საჭირო რაოდენობით არის, ის: ანელებს დაბერების პროცესს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, არეგულირებს სისხლის წნევას, ორგანიზმის დაცვის რესურსების მობილიზებას ახდენს და ადამიანს ქრონიკული დაავადების წარმოქმნის შესახებ აფრთხილებს (მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების შესახებაც)! მელატონინი — ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის ნამდვილი ელექსირი არის, ამასთან, ნატურალურია! თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ეს საშინელებაა!!! აი რა მოსდის ტვინს, ძილის წინ, სმარტფონის მოხმარების შემთხვევაში როგორ უნდა დავიცვათ თავი Wi-Fi-ს მავნე ზემოქმედებისგან რატომ არის აუცილებელი ძილი ღამის 1 სთ-დან – 3 საათამდე (ეს მნიშვნელოვანია!!!) რატომ უნდა გვეძინოს სრულ სიბნელეში აი, რამდენი უნდა გეძინოთ, თქვენი ასაკის შესაბამისად – ეს მნიშვნელოვანია! ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს და ორგანიზმს აჯანსაღებს 511 8-ს მოსწონს
|