x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ბოჰემური სტილი - ანუ თავისუფლება და მრავალფეროვნება
მას, ვისაც ხელოვანი ადამიანია და სიგიჟემდე უყვარს თავგადასავლები, ახალი აღმოჩენები, ჭრელი და ნათელი ფერები, ესეიგი ბოჰემური სტილიც მოეწონება.

image

ბოჰემური სტილი, ესაა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული კულტურა, თამამი და მრავალფეროვანი...

ეს სტილი იქცა ცხოვრების ტენდენციად. ხელოვნებიდან მან გადაინაცვლა თითქმის ყველა სფეროში და შემქნა ულამაზესი სანახაობა.

ხშირად ამბობენ რომ, თავისი მუდმივი თანამედროვე იმიჯით - ბოჰემიალიზმი კვლავ მსოფლიოს იპყრობს.


მაინც რატომ დაერქვა ამ სტილს ბოჰემური?

განმარტებით ლექსიკონს თუ მოვიშველიებთ, ესაა - ბურჟუაზიულ საზოგადოებაში მყოფი - იმ მსახიობების, მუსიკოსების, მხატვრების, მწერლების ცხოვრება, რომელთაც არა აქვთ არსებობისათვის საჭირო მუდმივი შემოსავალი და არაინ უთავბოლოები.

image

მაგრამ თვითონ "ბოჰემისა" და "ბოჰემური ცხოვრების" ისტორია- ბოშებს უკავშირდება.

მეთხუთმეტე საუკუნეში ბოშები პარიზში გამოჩნდნენ, ფრანგებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ თუ ვინ იყვნენ ისინი. ზოგი ამბობდა რომ ისინი იყვნენ ბოჰემიიდან (ბოჰემია-დღევანდელი ჩეხეთის ისტორიულ ნაწილს წარმოადგენს), ამიტომ ფრანგებმა ბოშებს ბოჰემიელები შეარქვეს.

უკვე 19-ე საუკუნის პირველ ნახევარში, ფრანგებმა იმ მწერლებსა და მხატვრებს, რომლებიც, მათი აზრით, ისეთივე მხიარულ, უდარდელ და ექსცენტრიკული ცხოვრების წესს მისდევდნენ, როგორც ბოშები- "ბოჰემიელები" უწოდეს, ხოლო მათი ცხოვრების წესს-"ბოჰემა", "ბოჰემური ცხოვრება".

ეს ტერმინი საბოლოოდ დამკვიდრდა მწერლის, ანრი მიურჟეს, ნაწარმოებთა კრებულ "სცენები ბოჰემური ცხოვრებიდან" გამოსვლის შემდეგ. სწორედ ამ კრებულის საფუძველზე შეიქმნა ჯაკომო პუჩინის ოპერა "ბოჰემა" 1896 წელს.

image

რაც შეეხება ტანისამოსს, ამ სტილზე ვიქტორიანული მოდის და მომთაბარეთა სტილის შერწყმით იცვამდნენ ხელოვნების მიმდევრები და მეცხრამეტე საუკუნეში ჩაცმის ამგვარი მანერა სათავეს იღებს პრერაფაელიტებისაგან - მხატვარ-მეამბოხეებისაგან.


ესეც ვიდეო, შეგიძლიათ, თავად ნახოთ:

0
1245
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
1245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0