x
მეტი
  • 26.01.2025
  • სტატია:139630
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512856
მას საბერძნეთში "სტილის კერპს" უწოდებენ - განსხვავებული და კრეატიული თამთა გოდუაძე
image

10 იანვარს საბერძნეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს, თამთა გოდუაძეს 44 წელი შეუსრულდა.


მან სიმღერა ხუთი წლის ასაკში დაიწყო. ექვსი წლის განმავლობაში იყო ბავშვთა ჯგუფში ვოკალისტი. შვიდი წელი დადიოდა ფორტეპიანოს გაკვეთილებზე და სწავლობდა ქართულ ბალეტს.


რამდენიმე ჯილდო აღებული აქვს საბავშვო სიმღერის კონკურსეში. თორმეტი წლის ასაკიდან, როგორც მსახიობი მუსიკალურ თეატრებში ასრულებდა მთავარ როლებს,



თამთამ რუსული ენა და ინგლისური ლიტერატურა თბილისის უცხო ენების უნივერსიტეტში შეისწავლა და უმაღლესი განათლება მიიღო.


თამთა 22 წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად საბერძნეთში გადავიდა საცხოვრებლად. იქ მან გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო სიმღერის კონკურსში "Super Idol Greece", სადაც მეორე ადგილი დაიკავა. ეს გახდა მისი ტრამლინი შოუბიზნესის სამყაროში.


თამთამ პოპულარული გახდა საბერძნეთსა და კვიპროსში ჰიტებით: "Replay", "Yala", "Ftes" (Faraway, თავდაპირველად გალას მიერ შესრულებული), "Den Telionei Etsi I Agapi" და "Tonight".


თამთა იყო გადაცემა The X Factor-ის ქართული ვერსიის ჟიურის წევრი 2014, 2015 და 2018 წლებში, ასევე The X Factor-ის ბერძნული ვერსიის ჟიურის წევრი 2016 და 2017 წლებში. თამთა გოდუაძემ წარადგინა კვიპროსი 2019 წლის ევროვიაზიაზე სიმღერით „Replay“ და დაიკავა მე-13 ადგილი.


თამთა თავისი ორიგინალური და კრეატიული ჩაცმულობით ბერძნებს მუდმივად აკვირვებს. თავის სტილს დიდ ყურადღებას უთმობს და პროფესიონალებთან ერთად მუშაობს მისი დახვეწისთვის.


ბერძნულმა ჟურნალმა „Celebrity"-მა თამთას "სტილის კერპი" უწოდა, ამაში თავად დარწმუნდებით, თუ თამთას ფოტოებს დაათვალიერებთ.

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

0
215
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0