x
მეტი
  • 05.11.2024
  • სტატია:138045
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511807
თვით გენერალურ მდივანსაც კი უწევდა მოდურ ტანსაცმელზე "ჩალიჩი"
image60 წლის წინ, 1964 წლის ოქტომბერში სკკპ ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე, ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი აირჩიეს ცკ-ს პირველ მდივნად, რომელმაც შეცვალა თანამდებობიდან გადაყენებული ნიკიტა ხრუშჩოვი.


ლეონიდ ბრეჟნევი ითვლებოდა ყველაზე მოდურ საბჭოთა ლიდერად. სწორედ ამ კუთხით ისაუბრებს, რუსეთის უახლესი ისტორიის სახელმწიფო არქივის განყოფილების უფროსი ნიკიტა პივოვაროვი:





1959 წლის 24 ივლისს მოსკოვში გამართულ გამოფენაზე ხრუშჩოვსა და ნიქსონს შორის დებატების დროს ბრეჟნევი დგას ამერიკის ვიცე -პრეზიდენტის უკან. ღია კოსტუმში და ვიწრო ჰალსტუხში ის უფრო ელეგანტურად გამოიყურება, ვიდრე მისი შეფი და ამერიკელი სტუმარი.

image


- ბრეჟნევი ყოველთვის ელეგანტურად იცვამდა. მისი სამუშაო ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ის ყურადღებას აქცევდა მოდურ ნივთებს. როდესაც ის გენერალური მდივანი გახდა, მან ასეთი ჩანაწერი გააკეთა: „კოსიგინი (საბჭოთა პრემიერ-მინისტრი ) შემოვიდა რაღაც მოდური ქურთუკით“. და მან ასეთი შენიშნა დაურთო ” უნდა გავარკვიო, სად იყიდა ეს ქურთუკი”. ან: „უნდა გავარკვიო, სად იშოვა ეს სპორტული კოსტუმი“ - როდესაც ნახა შვებულებაში გასული ერთ-ერთი მდივანი .


- ნუთუ სსრკ-ს პირველ პირსაც არ შეეძლო რაიმე ელეგანტური ნივთის შეძენა?


- ერთის მხრივ, ასეთი ჩანაწერები მას წარმოაჩენს, როგორც მოდის მიმდევარს. მეორე მხრივ, ეს აჩევენებს, რომ უმაღლეს თანამდებობაზე მყოფ პირებიც კი "ჯდებოდნენ"საერთო საბჭოთა დეფიციტში. 1970-იან წლებში გენერალურ მდივანსაც კი სჭირდებოდა "ჩალიჩი", სად უნდა ეშოვა ესა თუ ის მოდური ნივთი.


- მოდური ნივთები უცხოეთიდან ჩამოჰქონდათ მისთვის?


- ცნობილი ამბავია საბჭოთა კავშირის ელჩზე აშშ-ში დობრინინზე, რომელმაც ბრეჟნევს შტატებიდან ჯინსის კოსტუმი ჩამოუტანა . ზოგადად, ბრეჟნევის დღიურის ჩანაწერები შედარებით დეტალურია 1974 წლამდე. აი, მაგალითად, როდესაც "პეპსის" ხელმძღვანელი დონალდ კენდალი სსრკ-ში ჩავიდა, საბჭოთა ლიდერს ულამაზესი ბეჭედი აჩუქა. ბრეჟნევმა ამას მიუძღვნა მთელი აბზაცი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბეჭედიც კი ეკეთა. ასეთი საჩუქრები ფიქსირდებოდა. ისინი ითვლებოდნენ არა პირად საკუთრებად, არამედ სოციალისტურ საკუთრებად.

image


- დასავლელი ლიდერები მანქანებსაც ჩუქნიდნენ


-ჩუქნიდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც და გერმანიის კანცლერმაც აჩუქა. ისინი დარეგისტრირებულნი იყვნენ კრემლის ავტოფარეხის ბალანსზე. ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ ლიმუზინები მისი ოჯახის საკუთრება არ გახდა.

image

- ამბობენ, რომ ბრეჟნევს სანადირო იარაღი და ნადირობა უყვარდა...


- მას ძვირადღირებულ ცეცხლსასროლ და ცივ იარაღს ჩუქნიდნენ სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ხელმძღვანელები და არაბული ქვეყნების ლიდერები. ზოგჯერ ლეონიდ ილიჩი საზღვარგარეთ ნადირობდა. იუგოსლავიის და ჩეხოსლოვაკიის გარდა, იყო სანადირო ტურები უნგრეთსა და პოლონეთში. მაგრამ, უმეტესად ბრეჟნევი იწვევდა ხალხს სანადიროდ თავისთან - ზოგჯერ პუშჩაში, ლოსზე, მაგრამ უფრო ხშირად ზავიდოვოში, გარეულ ღორზე. სიცოცხლის ბოლოს ბრეჟნევს გადაადგილება უჭირდა, მაგრამ ნადირობა ისე უყვარდა, რომ "ვოლგაში" ჩასვამდნენ, ფანჯარას ჩამოწევდა და გარეულ ღორებს ესროდა პირდაპირ მანქანიდან.. . მას ნადირობის სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა.

image



0
315
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0