x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვარდის დარგვა სახლის პირობებში

ვარდი — უნივერსალური საჩუქაია ნებისმიერი ზეიმისთვის. მაგრა, მოჭრილ ყვავილს არ შეუძლია დიდი ხნის მანძილზე სიცოცხლე. ამ ხრიკის მეშვეობით კი, შეგიძლიათ თქვენთვის ძვირფას ადამიანს მარადიულად ცოცხალი ვარდი (ყველაზე ხანდაზმული ვარდი, 1575 წელს არის ოფიციალურად დარეგისტრირებული) აჩუქოთ.

image

ვარდის გასახარებლად საჭირო არის:

  • ვარდი
  • კარტოფილი
  • ბურღი
  • ქოთანი
  • მიწა
  • პლასტიკატის ბოთლი

როგორ გავზარდოთ ვარდი სახლის პირობებში:

image1. აირჩიეთ ვარდი, რომლის დარგვაც გინდათ > მოაცილეთ ყველა ფოთოლი > მოაჭერით გვირგვინი, დაახლოებით, 3 სმ-ზე > ღეროს მეორე ბოლოზე 45 გრადუსიანი კუთხით ჩამოაჭერით პატარა ნაწილი.imageimage

image2. აიღეთ კარტოფილი და ბურღის გამოყენებით იმხელა ნახვრეტი გააკეთეთ, რომ ვარდის ფეხი ჩაეტიოს, ხოლი სიღრმე ისეთი უნდა ჰქონდეს, რომ ყლორტისთვის საყრდენი იყოს და არ გადაიხაროს.

image

3. ქოთანში ჩაყარეთ მიწა 5 სმ. სისქეზე > მოათავსეთ კარტოფილი ქოთნის ცენტრში > ქოთანი შეავსეთ მიწით.

image

4. პლასტიკატის ბოთლს მოაჭერით ქვედა ნაწილი > ზედა ნაწილი ვარდს დაახურეთ > წყალი ბოთლის ირგვლივ დაუსხით. ამ შემთხვევაში, მას ფეხი არ დაუსველდება და ლპობისგან დაცული იქნება.

image

5. პირველი ყლორტები რომ გამოუვა და წამოეზრდება, ბოთლი მოხსენით.

imageimageამ ხრიკის გამოყენება ნებისმიერი სახეობის ვარდის გასახარებლად შეიძლება.

0
4336
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4336
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0