დიეტოლოგია მხოლოდ ორი ინგრედიენტი და ჭარბ წონას სამუდამოდ დაემშვიდობებით (და არანაირი დიეტა) 2017, 26 სექტემბერი, 10:51 ეს მართლაც რომ წარმოუდგენელია! მხოლოდ ეს ორი ინგრედიენტი, რომელიც ყველა სამზარეულოში თუ არა, ნებისმიერ სუპერმარკეტში მოიძებნება, სამუდამოდ მოგაცილებთ ჭარბ წონას ყოველგვარი დიეტის დაცვის გარეშე. მაშ, ასე, ამ უნიკალური და ეფექტური საშუალების მოსამზადებლად საჭიროა:
100 გრ. სელის თესლი I. დაფქვით და ერთმანეთს შეურიეთ ინგრედიენტები. II. მიიღეთ ყოველ დილით, 2 სუფრის კოვზი, 3 დღის მანძილზე. შეგიძლიათ ეს ფხვნილი წყალში გახსნათ და ისე მიიღოთ, ან საუზმეს შეურიოთ. სელის თესლი შეიცავს ლინოლენის მჟავებს (ომეგა-3), რომელსაც ხალხში ახალგაზრდობის ელექსირს ეძახიან. ომეგა-3-ის მჟავების სინთეზირება არა ხდება ჩვენი ორგანიზმის მიერ და ამიტომ, მისი მიღება გარედან არის აუცილებელი, ანუ საკვებთან ერთად. სელის თესლში 19 ამინომჟავა არის და ყველა შეუცვლელია. გარდა ამისა, სელის თესლი მდიდარია: ვიტამინებით: Е, А, С, К, В1, В2, РР, В4, В5, В6, В9, ბეტანი; მიკრო და მაკროელემენტებით: კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, რკინა, თუთია, მანგანუმი, სპილენძი, სელენიუმი. ამაგრებს იმუნიტეტს, არეგულირებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს და ებრძვის არსებულ დაავადებებს; დადებით ეფექტს იძლევა მოწამვლის შემთხვევაში. სელი ხელს უწყობს ნაწლავების გაღიზიანების და ქსოვილების შეხორცების პროცესს. ის ამაგრებს ფრჩხილებს და თმას, ამცირებს თმის ცვენას. უამრავი დადებითი თვისების მიუხედავად, სელის თესლის მიღება არ შეიძლება: ქალებისთვის ფეხმძიმობის და ლაქტაციის პერიოდში და საშვილოსნოს კედელზე ფიბრომის ან კისტის არსებობის შემთხვევაში; მამაკაცებისთვის, პროსტატიტთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის შემთხვევაში; მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები აქვს: ქოლეცისტიტი, კოლიტი, პანკრეატიტი; ვისაც კენჭები აქვს ნაღვლის ბუშტში; მიხაკის შემადგენლობა იმდენად მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემენტებით და სხვა ნივთიერებებით, რომ მაშინვე გასაგები ხდება, თუ საიდან აქვს მიხაკს ასეთი ძლიერი სასარგებლო თვისებები. 100 გრ. მიხაკი შეიცავს: ცილებს – 6 გრ, ცხიმებს – 20 გრ, ნახშირწყლებს – 27 გრ. მისი მესამედს არის ცელულოზაა – საჭირო საკვები ბოჭკოები, რომლებიც დადებითად მოქმედებს ნაწლავებზე. ამ სანელებლის შემცველობაში ასევე არის ნაცარი, წყალი (6 გრ. 100 გრ-ზე). ხოლო დაახლოებით 20% – ეთერზეთებია. ვიტამინების შემადგენლობით იმდენად მრავალფეროვანია, რომ მისი ნებისმიერ მულტივიტამინურ კომპლექსს შეშურდება. გამხმარი ყვავილის შემადგენლობაში არის: ბეტა-კაროტინი, В ჯგუფის ვიტამინები (В1, В2, В3 და РР, В4, В6, В9), ასკორბინის მჟავა, ტოკოფერორი (ვიტამინი Е) და ფილოოკუინი (ვიტამინი К). მინერალური ნივთიერებები წარმოდგენილია მიკრო და მაკროელემენტებით. მის შემადგენლობაშია: კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, მანგანუმი, სპილენძი, სელენიუმი და თუთია. საკვებში დამატებული მიხაკი დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ყველა ორგანოზე. სანელებლის გამოყენება, სამკურნალო საშუალებად, შეიძლება კოლიტის, ნაწლავების ჭვალის, მეტეორიზმის, დიარეის და სწორი ნაწლავის დაავადებების დროს. პირველ რიგში მისი მიღება არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც კუჭის წყლული და გასტრიტი აქვს, კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობით. კატეგორიულად აკრძალულია მიხაკის სამკურნალო მიზნით გამოყენება ფეხმძიმე ქალებისთვის და ბავშვებისთვის 2 წლის ასაკამდე. არ შეიძლება მიხაკი ჰიპერტონიის დროსაც. 1723 13-ს მოსწონს
|