x
მეტი
  • 08.12.2022
  • სტატია:124179
  • ვიდეო:355540
  • სურათი:496910
გახდომა ყოველგვარ კონტროლის გარეშე

თუ ჭარბი წონისგან გათავისუფლების სურვილი გაქვთ, — შეგიძლიათ მოამზადოთ, 3 კომპონენტიანი, ძალიან სასარგებლო კოქტეილი, რომელიც მხოლოდ ზედმეტი კილოგრამებისგან კი არა, ორგანიზმში წლების მანძილზე დაგროვებული შხამებისგანც გაგათავისუფლებთ. ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ შედეგს სულ მალე შენიშნავთ, როგორც ვიზუალურად, ისე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებით.

ეს ნატურალური საკვები ასუფთავებს ორგანიზმს წიდების და ტოკსიკური ნივთიერებებისგან, ამცირებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში და ინსულტს და ინფარქტს განვითარების შანსს არ უტოვებს.


image


კოქტეილის მოსამზადებლად საჭიროა მხოლოდ მწვანე ვაშლი, შვრიის ფანტელი და ლიმონი. ნაზავის ძირითადი ინგრედიენტი ვაშლია, რომელიც მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით და ეფექტურად არეგულირებს სხეულის მასას.

რაც შეეხება კონკრეტულად მწვანე ვაშლს, ის გაჯერებულია დიეტური ბოჭკოვანებით, В ჯგუფის ვიტამინებით და სხვა საასარგებლო ნივთიერებებით (იხ. ცხრილი). რაც მას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დარეგულირების და მადის შემცირების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, ის აჩქარებს ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების ათვისების პროცესს და ხელს უშლის ნახშირწულების ცხიმად გარდაქმნას.imageასევე უნდა აღინიშნოს, რომ მწვანე ვაშლი დაბალკალორიულია და სითხის შეკავების დაბალი უნარი აქვს. ის ჰორმონალური ინსულინის გამომუშავებას და ნაწლავებიდან შაქრის ათვისების პროცესს ანელებს. რაც თავის მხრივ, ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას უშლის ხელს.



საჭირო ინგრედიენტები:


მწვანე ვაშლი — 2 ცალი
შვრიის ფანტელი — 125 გრ.
ლიმონი — 1 ცალი
მინერალური წყალი — 1/2 ლ.


მომზადების და მიღების წესები:


I. კარგად გარეცხეთ და პატარა კუბიკებად დაჭერით ვაშლი.

II. ბლენდერში ჩაასხით მინერალური წყალი > დაამატეთ ვაშლი და შვრიის ფანტელი > დააბლენდერეთ იქამდე, ვიდრე ერთფეროვან მასას არ მიიღებთ.

III. გამოწურეთ ლიმონი > წვენი კოქტეილს დაუმატეთ > ყველაფერი ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეურიეთ.

კოქტეილი დღეში ერთხელ უნდა მიიღოთ, 1 კვირის მანძილზე. იმ შემთხვევაში, თუ ჭარბი წონისგან სრულად ვერ გათავისუფლდებით, ერთი კვირა შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება
image7 დღიანი დიეტა, მუცლის და ბარძაყის არეებში სხეულის კორექციისთვის (რეცეპტი ძველი აღმოსავლეთიდან)


დიეტური ნამცხვარი, წონაში «გემრიელად» დასაკლებად

5 მითი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ

0
1335
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0