შოუბიზნესი რატომ შემოაკერეს მერლინ მონროს ტანზე ლეგენდარული კაბა, რომელიც პრეზიდენტ კენედის დაბადების დღეზე ეცვა? 2017, 22 სექტემბერი, 11:35 ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მისალოცი სიმღერა- HAPPY, გასულ წელს სექ-სიმბოლო მერლინ მონრომ შეასრულა, როდესაც პრეზიდენტ ჯონ კენედის მედისონ სკვერ გარდენში, 1962 წლის 19 მაისს უმღერა 45 წლის იუბილეზე.
1999 წელს მონროს კაბა 1.26 მილიონ დოლარად გაიყიდა, ის კოლექციონერმა მარტინ ცვაიგმა შეიძინა. 2016 წლის 18 ნოემბერს ხელახლა გაიტანეს აუქციონზე, სადაც 4.8 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ახლა უკვე ლეგენდარული კაბა, რომელსაც მონრო ატარებდა, ძალიან მოტკეცილი და ზურგამოღებული იყო, ის დიზაინერმა ჟან ლუიმ სპეციალურად ვარსკვლავისთვის 1 440 დოლარად შეკერა. კაბა იმდენად ვიწრო იყო, რომ ღონისძიების წინ მონროს ზედ შემოაკერეს, რომ ჩატეულიყო. სექ-სიმბოლომ გადაწყვიტა კაბის შიგნით არაფერი ჩაეცვა, რათა ვიზუალი არ გაეფუჭებინა. 387 2-ს მოსწონს
|