შოუბიზნესი ეს უნიჭიერესი ადამიანი ზაზა ნოზაძეა, ამჯერად ერთ-ერთ ლექსს შემოგთავაზებთ 2012, 16 ივნისი, 18:22 იყიდება სინდისი რაც არასდროს ატარე
ცოტასაც არ იტოვებენ თავის ფასში ატანენ
იყიდება კაცობა კაპიკებში ყიდიან
თან არც ძვირი დაგიჯდება თან მოგება დიდია
იყიდება ნიჭი თუნდაც არაფერი გედოს თავში მთავარია ნათესავი ბიზნესმენი გედგას მხარში იყიდება ჯანმრთელობა ავად ყოფნა ვის გშვენით მაგრამ თუ ვერ გადაიხდით ჩვენ ვერაფრით გიშველით იყიდება სექსი გამოცდილ ქალს დაიწვენს თუკი ქალიშვილი შეგხვდა ხმარებაში გაიწევს იყიდება სიყვარული მილიონზე ეგრევე როგორიც ხარ და ვინცა ხარ მოდი კაცო შემკერე გაიყიდა სიმართლე არაფერშიც არ გვარგებს ვერაფერში მოიხმარეს და ლომბარდში დაკარგეს იყიდება რწმენა თუკი ვნახავ ისეთ ავ სულებს მე სულს მივცემ და ის კიდე შვიდ სურვილს შეასრულებს იყიდება ღირსება გახდეს ცრუ ან ცბიერი რა ქნას ძმაო სამი შვილი ელოდება მშიერი იყიდება სიკვდილი ვისაც თითს კი დაადებთ თავის კანტროლკიანად კაი ფასში ჩაგატევთ იყიდება ჩემი ლექსიც თუკი დავწერ ამაზე რომ არაა ჩვენზე კარგად ერი ამ ქვეყანაზე იყიდება ჩვილი ახალგაზრდა დედაბერი მაღაზია საქართველო იყიდება ყველაფერი. 440 3-ს მოსწონს
|