სხვა ყველაზე ეფექტური საშუალება ფეხის ქუსლებიდან ნახეთქების, კოჟრების და სოკოს მოსაცილებლად 2017, 26 ოქტომბერი, 9:28
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ფეხის ქუსლისთვის, ნახეთქების გაჩენა არის, რომლის მოცილება საკმაოდ რთულია. რას აღარ აკეთებენ ქალბატონები, რომ ფეხის ქუსლს ჩვეული სიპრიალე დაუბრუნონ.
* 10 აბი ასპირინი * 250 მლ. 70% სამედიცინო სპირტი მომზადება და გამოყენების წესები: I. დაფხვენით ასპირინი, მოათავსეთ შუშის ჭურჭელში და დაასხით სპირტი. II. გააჩერეთ ხსნარი 2 დღე, რომ ასპირინი კარგად გაიხსნას სპირტში. ამის შემდეგ, ყოველ საღამოს შეაჯანჯღარეთ ხსნარი, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი ან ბინტი. სველი ტამპონი დაიდეთ ქუსლზე და ზემოდან გადააკარით სამზარეულოს აპკი, ჩაიცვით წინდები და ტამპონი გაიჩერეთ მთელი ღამე. დილით ფეხებზე წყალი გადაივლეთ, კარგად გაიმშრალეთ და ნებისმიერი სახის დამატენიანებელი კრემი გადაისვით. კრემის წასმის წინ, შეგიძლიათ პემზით ან სპეციალური ქუსლის ქლიბით მოიხეხოთ ქუსლები, იმისთვის რომ კრემის შეწოვა უკეთესად მოხდეს. ასპირინით შეიძლება სამკურნალო ნიღბის დამზადებაც: 10 აბ დაფხვნილ ასპირინს შეურიოთ 2 ს. კ. ლიმონის წვენი. მოხმარების წესი კი ასეთია: დღეში ერთხელ, I. ფეხები დაიბანეთ და კარგად გაიმშრალეთ;II. დაიტანეთ სამკურნალო ნიღაბი პრობლემურ ადგილებზე და გაიჩერეთ 30 წუთი; III. დიდი რაოდენობით თბილი წყლით მოიცილეთ ნიღაბი. IV. პემზის წრიული მოძრაობით მოიხეხეთ ქუსლები და ისევ დაიბანეთ ფეხები. V. წაისვით დამატენიანებელი კრმი. ნიღბის გამოყენება შეიძლება როგორც ნახეთქების და კოჟრების სამკურნალოდ, ისე სოკოს არსებობის შემთზვევაშ. 1745 9-ს მოსწონს
|