საზოგადოებრივი მეცნიერების დასკვნა: პერუში ნაპოვნი მუმიები უცხოპლანეტელი რეპტილიები არიან 2017, 19 სექტემბერი, 20:01 ამას წინათ პერუში ნაპოვნი მუმიები მეცნიერებმა გამოიკვლიეს და სენსაციურ დასკვნამდე მივიდნენ.
როგორც ცნობილია, ამა წლის ივნისის თვეში პერუს ერთ-ერთ გამოქვაბულში იპოვეს საკმაოდ უცნაური ფორმის გაქვავებული მუმიები, რომლებსაც წაგრძელებული თავის ქალა და უზომოდ გრძელი თითები ჰქონდათ. სენსაციური აღმოჩენა გაახმოვანა უფოლოგმა და ჟურნალისტმა ჯეიმი მაუსანმა, რომელმაც სპეციალური პრეს-კონფერენციაც გამართა სახელწოდებით-"ნასკას მუმიები". მეცნიერებმა 5 მუმიას ჩაუტარეს რენტგენი და დნმ ანალიზი, აქედან სამს აღმოაჩნდა დნმ, რომელიც რეპტილიებს ახასიათებთ.მუმიების ასაკი დაახლოებით 1700 წლისაა, ერთ-ერთი მუმიაზე (რომელიც ძალიან ჰგავდა თაბაშირისგან დამზადებული ყალბ ასლს )რენტგენული კვლევით დადგინდა, რომ მისი სიმაღლე ნამდვილად 170 სანტიმეტრია, აქვს წაგრძელებული თავის ქალა და უზომოდ გრძელი თითები, ხოლო ყურების ნაცვლად მცირე ზომის ნახვრეტები გააჩნია. მაუსანს მიაჩნია, რომ 5 მუმიდან სამი, რომელიც ძალიან ჰგვანან ადამიანებს, არამიწიერი ცივილიზაციის ეკუთვნიან და არიან უცხოპლანეტელი-რეპტილიები. ამ სენსაცურ აღმოჩენასთან დაკავშირებით მეცნიერებმა საათნახევრიანი პრეს-კონფერენცია გამართეს. 680 9-ს მოსწონს 1-ს არა
|