სხვა ამ მექსიკელმა ძაღლმა 52 ადამიანის სისოცხლე გადაარჩინა! 2017, 18 სექტემბერი, 21:30 ფრიდა არამხოლოდ ლამაზი ძაღლი, არამედ მექსიკის საზღვაო კორპუსის სამაგალითო თანამშრომელია, ის საკმაოდ ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე ბევრჯერ მოუწია სახიფათო და რთულ სიტუაციებში ყოფნა, მან უკვე 52 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
![]() ბოლოს მან მიწისძვრის დროს 12 ადამიანის სიცოცხლე იხსნა სიკვდილისგან, რისთვისაც კიდევ ერთხელ დაიმსახურა მადლობა და აღფრთოვანება საზოგადოების მხრიდან. მის მიმართ მადლიერება საჯაროდ გამოხატა ქვეყნის პრეზიდენტმაც. ![]() ძაღლი აღჭურვილია სპეციალური დამცავი ნიღბითა და ჩექმებით, როგორც ჩანს ამ ატრიბუტიკაში თავს მშვენივრად გრძნობს და დაკისრებულ მოვალეობასაც პირნათლად ასრულებს. იგი საკუთარი სიცოცხლის ფასად, მამაცურად ებრძვის ყველანაირ დაბრკოლებას. ![]() ფრიდას ნიღაბი განკუთვნილია არა მხოლოდ დაზიანებისგან, არამედ კვამლისგან დასაცავადაც. ![]() ფეხებზე სპეციალურად შეკერილი ფეხსაცმელი აცვია, რომლის მეშვეობითაც რთულ რელიეფზე გადაადგილება შეუძლია, ძირითად ქვებზე ან ნანგრევებზე. ![]() ფრიდას შესახებ უამრავი გამოცემა წერს, იგი შესანიშნავად ამართლებს გამონათქვამს: “ძაღლი ადამიანის მეგობარია!” ![]() 94 4-ს მოსწონს
|