სხვა ელემენტი, რომელიც 50 წელი იმუშავებს 2017, 16 სექტემბერი, 0:26 მეცნიერებმა ბირთვული ელემენტის პროტოტიპი წარმოადგინეს, რომლის მუშაობის პრინციპი რადიაქტიული იზოტოპის ნიკელ-63 დაშლის პროცესებს ეფუძნება. ამ მოწყობილობას 50 წელი შეუძლია იმუშაოს. მის შექმნაზე მუშაობდა რუსი სპეციალისტების ჯგუფი სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტიდან. უნიკალური ელემენტის ენერგიის წყარო იზოტოპი ნიკელ–63–ია, რომლის გამოსხივება არ უქმნის საფრთხეს ცოცხალ ორგანიზმებს. მისი ნახევარდაშლის პერიოდი დაახლოებით 100 წელია. ელემენტის გამომავალი სიმძლავრე – 100 ნიუტონვატია კუბურ სანტიმეტრზე. ეს ენერგია საკმარისია, რომ კარდიოსტიმულატორმა მრავალი წელი ავტონომიურად იმუშოს. წარმოდგენილი ელემენტის გამოყენება შეიძლება იქ სადაც საჭიროა ხანგრძლივი ავტონომიური ენერგიის წყარო: მედიცინა, მიკროელექტრონიკა, ბირთვული ენერგეტიკა და სხვა. 272 1-ს მოსწონს
|