x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ერიხ მარია რემარკის „სიცოცხლის ნაპერწკალი“ ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა
image
მის ანტინაცისტურ წიგნებს ფაშისტები კოცონზე წვავდნენ, ამ წიგნების მიხედვით გადაღებული ფილმების ჩვენებას კი კრძალავდნენ.


საბოლოოდ მწერალს მშობლიური ქვეყნის დატოვება და შვეიცარიაში გადასახლებაც კი მოუწია, თუმცა ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ წლების შემდეგ მისი ნაწარმოებები კლასიკად აღიარებულიყო, ხოლო ერიხ მარია რემარკი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ და საყვარელ მწერლად ქცეულიყო.


მეოცე საუკუნის გამორჩეულ მწერალს ცხოვრებაც საინტერესო ჰქონდა. რემარკი 1898 წლის 22 ივლისს ოსნბურკში დაიბადა. იგი მეორე ბიჭი იყო ხუთ შვილიან ოჯახში. მწერალი, რომლის თითქმის ყველა ნაწარმოებს გასდევს ომის თემატიკა თავადაც იბრძოდა დასავლეთფრონტზე, სადაც დაიჭრა და მარცხენა ფეხი, მარჯვენა ხელი და კისერი დაიზიანა. ამის გამო რემარკს სამხედრო საავადმყოფოში მოუხდა ომის დანარჩენილი დღეების გატარება.


მისი მეამბოხე, ნაცისტური პოლიტიკისათვის შეუსაბამო წიგნების გამო მას სამშობლოდან გადახვეწა მოუწია, რის შემდეგაც მწერალმა ბევრი იმოგზაურა, ევროპის თუ ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში. წლების განმავლობაში იგი უშედეგოდ ცდილობდა მშობლიურ გერმანიაში დაბრუნებას და მოქალაქეობის აღდგენას. მართალია 1953 წელს მან სამშობლოში ჩასვლა მოახერხა თუმცა მოქალაქეობა მხოლოდ 1970 წელს, გარდაცვალებამდე რამოდენიმე თვით ადრე დაიბრუნდა.
ცნობილია, რომ რემარკს რამდენიმე სასიყვარულო რომანი ჰქონდა. ყველაზე გახმაურებული – სახელგანთქმულ მსახიობ მარლენ დიტრიხთან. მათი მიმოწერები მომავალში წიგნად გამოიცა. მწერლის ბოლო სიყვარული ჩარლი ჩაპლინის ყოფილი მეუღლე - პოლეტ გოდარი იყო, რომელზეც 1958 წელს იქორწინა და სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.
საინტერესოა რემარკის სახელის ისტორიაც, დედის გარდაიცვალების შემდეგმ წერალმა მისი სახელის უკვდავსაყოფად მეორე სახელი - პაული, დედის სახელით შეცვალა, ასე გადაიქცა ერიხ პაულ რემარკი, ერიხ მარია რემარკად.
რემარკის წიგნები დღემდე ყველაზე გაყიდვად წიგნებად რჩება და ათობით ენაზეა ნათაგრმნი.
„ტრიუმფალური თაღი“, „ლისაბონის ღამე“, „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა“, „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, „ნასესხები სიცოცხლე“ - უკვე დიდი ხანია, რაც “პალიტრა L” ერიხ მარია რემარკის წიგნებს ქართულ ენოვანი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომს ხდის. თითოეული წიგნის გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე.



imageმათ რიცხვს ცოტა ხნის წინ „სიცოცხლის ნაპერწკალი“ - შეემატა, რომელიც პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე.

"სიცოცხლის ნაპერწკალი" რემარკის ერთ-ერთი წიგნია მეორე მსოფლიო ომზე, საკონცენტრაციო ბანაკის ცხოვრებაზე, მის ყოველდღიურობაზე, იქაურ წესებზე, დაუჯერებელ სისასტიკეზე, ფანატიზმზე, დიდ შიშზე, დიდ უიმედობაზე და იმგვარ განსაცდელზე, ადამიანს ადამიანის სახეს რომ აკარგვინებს.


თინათინ შავლაძე


1
207
10-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
207
  
2017, 15 სექტემბერი, 12:47
ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის უდიდესი მწერალი.
0 1 1