x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
"50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" - 8 წლის შემდეგ სრული კოლექცია ბრუნდება!
image


პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც 8 წლის წინ, 8 ნო­ემ­ბერს აიღო სტარ­ტი და სა­გა­მომ­ცემ­ლო სფე­რო­ში ყო­ველ­გვა­რი რე­კორ­დი მოხ­სნა, თა­ვი­სი გა­ყიდ­ვე­ბი­თა და კო­ლო­სა­ლუ­რი ტი­რა­ჟით თვით ევ­რო­პუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც კი გა­ა­ო­ცა, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მა­ღა­ზი­ა­თა თა­რო­ებ­ზე ად­გილს ახ­ლი­დან და­ი­კა­ვებს. ახა­ლი, სა­ზღვარ­გა­რეთ და­ბეჭ­დი­ლი, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის, ლა­მა­ზად გა­ფორ­მე­ბუ­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მიერ შედ­გე­ნი­ლი რჩე­უ­ლი წიგ­ნე­ბი კვლავ ბრუნ­დე­ბა. ასე რომ, იჩ­ქა­რეთ, თუკი თქვენს კო­ლექ­ცი­ას რო­მე­ლი­მე ტომი აკ­ლია ან რო­მე­ლი­მე ნა­წარ­მო­ე­ბი წა­უ­კი­თხა­ვი დაგ­რჩათ, სწო­რედ ახლა გაქვთ შან­სი, ეს და­ნაკ­ლი­სი შე­ივ­სოთ.


თინა ასა­თი­ა­ნი, "პა­ლიტ­რა L"-ის დი­რექ­ტო­რი:


ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბას 2009 წლის ნო­ემ­ბერ­ში შე­ვუ­დე­ქით. გა­მო­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და "კვი­რის პა­ლიტ­რის", "გზის" და სხვა ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში კი­თხვა­რე­ბის სა­ხით, რო­მელ­თაც ხალ­ხი ავ­სებ­და, ასე­ვე, ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტე­ბით და ფე­ის­ბუ­კით, ეს 2010 წლის ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­და. საკ­მა­ოდ ხმა­უ­რი­ა­ნი გა­მო­კი­თხვე­ბი იყო, აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, მა­გა­ლი­თად, ტოლსტო­ის "ანა კა­რე­ნი­ნა" შე­სუ­ლი­ყო თუ "ომი და მშვი­დო­ბა". ყვე­ლა თა­ვის ფა­ვო­რიტს ასა­ხე­ლებ­და და სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ზე ხში­რად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ათე­უ­ლი ჩა­მო­ყა­ლიბ­და. წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, ეტა­პობ­რი­ვად ვაგ­რძე­ლებ­დით კვლე­ვას და ასე შე­ვად­გი­ნეთ ორ­მოც­და­ა­თი წიგ­ნი.


პრო­ექ­ტი 2010 წლის 8 ნო­ემ­ბერს, ბალ­ზა­კის "შაგ­რე­ნის ტყა­ვით" და­ი­წყო. ისე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა იყო, ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დით, ყვე­ლა­ნა­ირ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა და "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად, იმა­ვე ორ­შა­ბათს, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, სრუ­ლად გა­ი­ყი­და პირ­ვე­ლი ტი­რა­ჟი, 15.000 ცალი წიგ­ნი. ეს წიგ­ნე­ბი უცხო­ეთ­ში იბეჭ­დე­ბო­და, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ქა­ღალ­დზე, მა­გარ ყდა­ში, მო­ოქ­რუ­ლი ლო­გო­ე­ბით და შე­მო­საკ­რა­ვით, სა­ინ­ტე­რე­სო გა­ფორ­მე­ბით. ორი კვი­რის შემ­დეგ, ჯეკ ლონ­დო­ნის "მარ­ტინ იდე­ნი" გა­მო­ვი­და. მე­სა­მე ტომი “ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი იყო”, სწო­რედ მე­სა­მე ტომ­თან ერ­თად გა­ვი­და ქსელ­ში პირ­ვე­ლი ტო­მის ახა­ლი ტი­რა­ჟი, რად­გან წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი დღი­დით ­დღე მა­ტუ­ლობ­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს მას­შტა­ბე­ბი იქამ­დე ავი­და, რომ კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, 50 ათა­სი ან მეტი წიგ­ნი იყი­დე­ბო­და. სე­რი­ის ბო­ლომ­დე, ეს ინ­ტე­რე­სი არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა. ეს დღემ­დე რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და როცა ამ გა­მოც­დი­ლე­ბას უცხო­ელ, დიდ გა­მომ­ცემ­ლებს _ გერ­მა­ნე­ლებს, ბრი­ტა­ნე­ლებს, იტა­ლი­ე­ლებს, ფრან­გებს ვუყ­ვე­ბით ხოლ­მე, ისი­ნიც გა­ო­ცე­ბას ვერ მა­ლა­ვენ.. შე­იძ­ლე­ბა მათ ქვეყ­ნებ­ში 50 ათა­სი წიგ­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­ყი­დოს, თუ ის მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რია, თუმ­ცა 1 კვი­რა­ში ასე­თი ტი­რა­ჟი ყვე­ლას­თვის ნამ­დვი­ლად გა­სა­ო­ცა­რი ფაქ­ტია დღემ­დე..


- აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ამ სე­რი­ის ფარ­გლებ­ში, ისე­თი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბიც გა­მო­ი­ცა, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე ქარ­თუ­ლად ნა­თარ­გმნი არ იყო და სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში მხო­ლოდ რუ­სუ­ლი ან ინ­გლი­სუ­რი ვერ­სი­ე­ბი გვქონ­და.


- დიახ, ასე­თე­ბიც იყო, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლად სწო­რედ ამ სე­რი­ის­თვის ვთარ­გმნეთ. მა­გა­ლი­თად, ედ­გარ პოს რამ­დე­ნი­მე მო­თხრო­ბა; ო. ჰენ­რი; ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რის "99 ფრან­კი"; ჯონ გოლ­ზუ­ორ­თის "ფორ­სა­ი­ტე­ბის საგა" მხო­ლოდ ორი ნა­წი­ლი იყო ქარ­თულ ენა­ზე, მე­სა­მე კი ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში დას­რულ­და; ვირ­ჯი­ნია ვულ­ფის "მი­სის დო­ლო­ვეი"; ხორ­ხე ლუის ბორ­ხე­სის მო­თხრო­ბე­ბი, ასე მოხ­და ამ სიის ფორ­მი­რე­ბა, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო მთე­ლი თა­ვი­სი თან­ამდე­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით და აქ­ტი­ვო­ბე­ბით. . – რა­ტომ გა­და­წყდა სე­რი­ის ახ­ლი­დან გა­მო­ცე­მა? – ეს პრო­ექ­ტი 2010 წლის 8 ნო­ემ­ბრი­დან 2013 წლის თე­ბერ­ვლამ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ისე მოხ­და, რომ ამ ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხვა ტო­მის ტი­რა­ჟი სრუ­ლად ამო­ი­წუ­რა. "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ე­ბი­დან დაკ­ვე­თა რე­გუ­ლა­რუ­ლად მო­დი­ო­და, მაგ­რამ ვერ ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დით, ამი­ტომ ახა­ლი ტი­რა­ჟის გა­მო­ცე­მა გა­დავ­წყვი­ტეთ. ყვე­ლა­ფე­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად იგი­ვეა, არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, არც ხა­რის­ხი, არც წიგ­ნე­ბის იერ­სა­ხე და არც ფასი - 12 ლარი, . მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დეთ, რომ ეს ფასი შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. თუმ­ცა, ტი­რა­ჟი ახლა ისე­თი მა­ღა­ლი აღარ არის, რო­გორც ადრე იყო, ამი­ტომ, შე­ძე­ნის მსურ­ვე­ლებ­მა ალ­ბათ უნდა იჩ­ქა­რონ, რომ თა­ვი­ან­თი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი და კო­ლექ­ცი­ე­ბი შე­ავ­სონ.


- ხომ არ იქ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბი მათ­თვის, ვი­საც სრუ­ლი სე­რი­ის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა?


- იმის გამო, რომ ზო­გი­ერ­თი ნა­წარ­მო­ე­ბი 2 ტომ­შია გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, რე­ა­ლუ­რად სე­რია შედ­გე­ბა 59 წიგ­ნის­გან, ამ სრუ­ლი კომ­პლექ­ტის, შე­ძე­ნის მსურ­ველ­თათ­ვის გვაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი, 708 ლა­რის ნაც­ვლად 590 ლარი. კომ­პლექ­ტი შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ ბიბ­ლუ­სის ვებ-გვერ­დის ბიბ­ლუ­სი.გე ან ან ელვა.ჯი-ს სა­ტე­ლე­ფო­ნო სამ­სა­ხუ­რის მეშ­ვე­ო­ბით, ტელ: +995 322 382673, +995 322 382674. კუ­რი­ე­რი წიგ­ნებს თქვენ­თვის სა­სურ­ველ მი­სა­მარ­თზე უფა­სოდ მო­გი­ტანთ.



0
283
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0