მუსიკა გარდაიცვალა ჯგუფ "ბანდ ეროსის" სოლისტი რადა ზმიხნოვსკაია 2017, 14 სექტემბერი, 19:11 ![]() მომღერლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. რუსულ პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია, პოპულარული რუსული ჯგუფის, "Банд'Эрос"-ის ყოფილი სოლისტის, რადა ზმიხნოვსკაიას გარდაცვალების შესახებ.როგორც Рен-ТВ იტყობინება, მომღერლის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს მისმა ნათესავებმა. ზმიხნოვსკაიას ყოფილი კოლეგის, ბატიშტის განცხადებით, გუშინ საღამოს მომღერალი მოულოდნელად კომაში ჩავარდა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. როგორც გამოცემა "Hello" იტყობინება, მომღერალი აშშ-ში გარდაიცვალა. "რადა კალიფორნიაში დაქალის სანახავად წავიდა, იქ შესაძლოა მასზე მზეზე ამას წინანდელმა ამოფრქვევებმა იმოქმედა და ტვინში სისხლჩაქცევა დაემართა, იგი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რამდენიმე დღე კომატოზურ მდგომარეობაში გაატარა, რის შემდეგაც გარდაიცვალა." ![]() რადა აგრეთვე იყო პროდიუსერი ფილმისა "Танцующий в пустыне"(2014) 160 5-ს მოსწონს 1-ს არა
|