x
image
natia.a
რატომ დაბლოკეს ოსტაპ ბენდერის სიმღერა "12 სკამში" და რისი შეეშინდათ "ზემდგომებს" ?
image


ალბათ, ყველას გახსოვთ ლეონიდ გაიდაის ერთ დროს ძალიან პოპულარული ფილმი "12 სკამი". როგორც იცით, მასში არის მხოლოდ ერთი სიმღერა, რომელიც ოსტაპ ბენდერმა მადამ გრიცაცუევას უმღერა: სევდიანი ისტორია მეკობრეზე, რომელსაც კრეოლი ქალი შეუყვარდა. სინამდვილეში კი ფილმისთვის ორი სიმღერა შეიქმნა, თუმცა "ზევიდან წამოსული ბრძანების" გამო, იძულებული გახდნენ, მეორე სიმღერა ამოეღოთ.

image
სადღაც პამპასებს შორის ბიზონები დარბიან...

Где среди пампасов бегают бизоны...

სიმღერა, სახელწოდებით "Полосатая жизнь" ("ზოლიანი ცხოვრება") ფილმის დასასრულს უნდა გაჟღერებულიყო, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი...


უკვე დასრულებული ფილმი, რომელიც სამხატვრო საბჭომ მოიწონა, გაიტანეს დახურულ წინასაპრემიერო ჩვენებაზე. ჩვენებას ესწრებოდა სსრკ-ს კულტურის მინისტრი, ეკატერინა ალექსეევა ფურცევა. ფილმის დასრულების შემდეგ ფურცევა შემდეგი სიტყვით გამოვიდა: "ეს სიმღერა, ძვირფასო ამხანაგებო, ამოღებული უნდა იქნეს ფილმიდან! იგი მაშინვე მოსწყდება ეკრანს და ხალხი ყველა კუთხეში მას იმღერებს. ისიც საკმარისია, რომ საბჭოთა ადამიანები "А нам все равно"-ს მღერიან!"




რადგანაც ფილმი უკვე დამონტაჟებული იყო, გაიდაი იძულებული გახდა ეშმაკობა ეხმარა. სიმღერიდან მან მხოლოდ სიტყვები ამოიღო. ალექსანდრე ზაცეპინის მელოდია კი, ფილმის ბოლოს ნეიტრალური ბგერების - "პა და ბა და ბა პადაბაბა..." - თანხლებით გაჟღერდა.

სიმღერა მაინც არ დაკარგულა. მოგვიანებით იგი რადიოშიც დატრიალდა და ტელევიზიაშიც:



საინტერესოა, რომ "12 სკამის" მარკ ზახაროვისეული ვერსიაში, ოსტაპ ბენდერი ისევ დარჩა ფინალური სიმღერის გარეშე. პოეტ იული კიმის თქმით, ბოლოს, როცა იპოლიტ მატვეევიჩი სამართებლით უსწორდებოდა მთავარ გმირს, კადრს მიღმა სევდიანი ტანგო უნდა გაჟღერებულიყო.


image


მაგრამ ამ სიმღერის ტექსტი არ დაამტკიცა რეჟისორმა მარკ ზახაროვმა და შესაბამისად, არც მუსიკა დაიწერა მისთვის. რაც შეეხება სიმღერას "Белеет мой парус такой одинокий" ზახაროვს იგი საერთოდ არ ჰქონდა ფილმისთვის განსაზღვრული. იული კიმმა ფილმზე მუშაობის პროცესში თავად შესთავაზა აღნიშნული ტექსტი. შედეგად კი ეს სიმღერა ფილმის ცენტრალურ მუსიკალურ თემად იქცა.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ჰოლივუდში მიწვეული პირველი ქართველი ქალი, რომელიც თამარ მეფის პორტრეტის მოდელად გამოიყენეს

image


2. როგორ იღებდნენ "ბრილიანტის ხელის" ყველაზე პიკანტურ სცენას და რა ეწყინა მსახიობს

image


3. რას მალავდა შტირლიცის "მამა"? - ის, რასაც სსრკ-ში ბევრი ვერ ბედავდა...

image


4. ფოტოები, რომლებიც ყველას მერილინ მონროსი გვგონია, მაგრამ ვცდებით - დაჯერებაც კი გაგიჭიდებათ!

image


5. "კავკასიელი ტყვე ქალის" გადაღების ინტიმური ნაწილი - ის, რაც ცოტამ თუ იცოდა...

image


6. რატომ შეიძულა გიორგი დანელიამ ჟან-პოლ ბელმონდო - სახალისო ისტორია ცნობილი რეჟისორის ცხოვრებიდან

image


7. გახსოვთ ის? იცით რატომ შეარქვეს მას "გაზაფხულის მარად ახალგაზრდა სამურაი"?

image

2
627
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
627
  
2017, 10 ოქტომბერი, 15:49
ჩემი უსაყვარლესი ფილმი, ეს კაცი უდიდესი არტისტი იყო, როგორ ვერ გამოვიყენეტ ქარტველბმა ყველა დროის დიდი მსახიობი!
2017, 14 სექტემბერი, 12:59
ე. ი. სსრ კავშირში, არც შავი უნდა ყოფილიყო ცხოვრება და არც თეთრი – მხოლოდ ფერადი :) სხვა მხრივ კი, ძალიან პოზიტიური სიმღერა არის. რას ერჩოდნენ ვერ გავიგე :)
0 1 2