კინო "კავკასიელი ტყვე ქალის" გადაღების ინტიმური ნაწილი - ის, რაც ცოტამ თუ იცოდა... 2016, 9 აპრილი, 12:38 როცა ლეონიდ გაიდაი "კავკასიელი ტყვე ქალის" გადაღებას შეუდგა, მთელი გადამღები ჯგუფი გიჟდებოდა ნატალია ვარლეიზე. "19 წლის ლამაზმანი, რომელზეც ფილმის გამოსვლამდეც კი უკვე ყველა შეყვარებული იყო. მახსოვს, მასთან მოედანზე მოდიოდნენ ცირკიდან მისი კოლეგები და ყვავილები მოჰქონდათ. საშა თითქმის ერთადერთი იყო, ვინც გულგრილი დარჩა მისი სილამაზის მიმართ. გადაიღებდნენ სცენას და მორჩა, მიატოვებდა ხოლმე და თავისთვის წავიდოდა. არადა ზაფხული იყო, ზღვა, ყირიმი, რომანტიკა. რამდენიმე თვე გრძელდებოდა გადაღება, საშასთან არც მისი ცოლი, მარინა იყო, რომელიც მეუღლესთან გადაღებებზე არასოდეს დადიოდა. უკვე ვფიქრობდი, რომ ქვისგან იყო, " - ყვება რეჟისორის ქვრივი, ნინა გრებეშკოვა. თუმცა გაირკვა, რომ ალექსანდრე დემიანენკო, რომელსაც ცოლად ჰყავდა მარინა სკლიაროვა, იმ დროს სულ სხვა ქალით იყო გატაცებული. "და აი, სასტუმროს დამლაგებელმა მითხრა: "იცით, რომ მსახიობ დემიანენკოს თქვენს გრიმიორთან აქვს რომანი". ჩვენთან გრიმიორად ერთი ძალიან სიმპატიური ახალგაზრდა გოგონა მუშაობდა. გამიკვირდა, მაგრამ არ ვაგრძნობინე და მივუგე: "რა მოხდა მერე? ვის რას უშავებენ?" როგორც ჩანს, დამლაგებლის გარდა, არავის არაფერი შეუმჩნევია. საშა იმდენად ჩაკეტილი იყო, მასზე ცოტა რამ თუ იცოდნენ", - ყვება გრებეშკოვა. 5254 9-ს მოსწონს
|