x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
100-ჯერ რომ წაიკითხოთ, მაინც გაგეცინებათ

image

image

*****

image

ერთი ებრაელი ვიღაცის საფლავთან იდგა და ხმამაღლა მოსთქვამდა:
— ო, ძვირფასო, რატომ მიგვატოვე და რატომ წახვედი ასე ადრე?
— ასე ვის გლოვობს? — იკითხა საფლავის სიახლოვეს, ერთ-ერთმა ჩამვლელმა. — ეტყობა, უახლოესი ადამიანი გარდაეცვალა, არა?

— ის მისი ცოლის პირველი ქმარი იყო! — უპასუხა სასაფლაოს მეთვალყურემ.

image

*****

image

— ვბრუნდებოდი ღამე სახლში, ჩემს წინ გოგონა მიდიოდა — ყვება ახალგაზრდა კაცი — მოიხედა და ნაბიჯს აუჩქარა... მეც უფრო სწრაფად დავიწყე სიარული... ის გაიქცა... მეც გავიქეცი... მან დაიყვირა — დავიყვირე მეც... მაგრამ, ვის გავურბოდით? — ნამდვილად არ ვიცი.

image*****

image

— გოგონა, ვიცი რომ, უკვე დიდი ხანია, რაც თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ელოდებით. არა?
— დიახ, ასეა.
— ჰო და მოვედი.
— რა მაგარია! და პრინცი სად არის?

image

*****

image

სამამულო ომის დროს, ერთ პატარა დასახლებულ პუნქტში, საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. ომში ყველა წავიდა, აბრაამის გარდა. გამოიძახეს ის სამხედრო კომისარიატში და ეკითხებიან:
— ქვეყანაში ასეთი მრისხანე ომია, ყველა ფაშისტების წინააღმდეგ საბრძოლველად არის წასული, შენ რატომ ზიხარ შახში?
აბრაამმა თავის მართლება დაიწყო:
— ახლომხედველი ვარ, უამრავი დაავადება მაქვს და ამის გამო, ჯარშიც არ წამიყვანეს. არც იარაღის ხმარება ვიცი და...
— კარგი, კარგი, ეგ არაფერი. ომში ყველა გამოდგება. შენთვისაც გვაქვს ერთი დავალება. აი, ეს სააგიტაციო ფურცლები არის და მტრის ზურგში უნდა გაავრცელო.
3 დღის შემდეგ, დაბრუნდა აბრაამი და პატაკი ჩააბარა მეთაურს:
— ვიყავი მტრის ზურგში, ყველა ფურცელი გავავრცელე! გამომუშავებული თანხა ვის ჩავაბარო?

image*****

image— აბა, რა გითხრა მამამ, როდესაც გაიგო, რომ ჩვენი მანქანა დაამტვრიე?

— გინება გამოვტოვო, დედა?
— რა თქმა უნდა.
— არაფერი უთქვამს.

image

*****

imageტრავმატოლოგიურში:

— აბა, დღეს რა ხდება? — ეკითხება სამუშაოზე მისული ექიმი ექთანს.

— გვყვავს 3 პაციენტი: ორი მსუბუქი, ავტოავარიაში მიღებული ტრავმებით და ერთი მძიმე — ქმარი, რომელმაც ჭურჭლის დარეცხვაზე თქვა უარი.

image*****

imageორი ებრაელი საბჭოთა კავშირიდან საზღვარგარეთ გადავიდა საცხოვრებლად. ამასთან, ერთი ისრაელში, ხოლო მეორე — გერმანიაში.
რაღაც პერიოდის შემდეგ, ერთმანეთს ტელეფონით შეეხმიანნენ:
— მოშე როგორ ხარ? მე ეილათში ვცხოვრობ, აქ ისეთი სილამაზეა... მე საკუთარი სახლი მაქვს, ბიზნესი და მაგარი ავტომობილი!
— არა, აბრაშ, მე უფრო უკეთესად ვარ! ბერლინში ვცხოვრობ, კრემატორიუმში ვმუშაობ... მოკლედ, გერმანელებს ვწვავ.

image*****


image

ქალმა მეუღლე მაღაზიაში გაგზავნა და თან სია გაატანა, რომელშიც შესაძენი პროდუქტების ჩამონათვალი იყო:
1. პური
2. ძეხვი

3. რძე
4. კბილის პასტა
5. ტუალეტის ქაღალდი
6. ლუდი
როდესაც ქმარი მაღაზიიდან დაბრუნდა, ქალმა პარკიდან ამოალაგა:

პური – 1 ცალი

ძეხვი –2 ცალი

რძე – 3 კოლოფი

ტუალეტის ქაღალდი – 5 ცალი

ლუდი – 6 ბოთლი.

image

*****

image

პოლიციელი ეკითხება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზარალებულ ქალს:
— მითხარით, ქალბატონი, შემთხვევით იმ მანქანის ნომერი ხომ არ დაიმახსოვრეთ, თქვენ რომ დაგეჯახათ?
— ნომერი არა! მაგრამ, იმ საძაგელ არსებას, რომელიც მანქანას მართავდა, შალის ზოლიანი პიჯაკი ეცვა, თავზე ცისფერი ქუდი ეხურა, რომელიც ალუბლის ხელოვნური ტოტით იყო გაფორმებული.

image

*****

image

— ადრე ქალები სულ კუდში დამდევდნენ!

— ახლა?

— ახლა ჩანთებს აღარ ვიპარავ...

image

*****

image

ორი მამაკაცი საუბრობს:
— იცი, ალბათ, ცოლთან ვეღარ ვიცხოვრებ.
— რატომ?
— ის საზიზღარი სუპი მოხარშა კიდევ, მე რომ ვერ ვიტან და მთელი ქვაბი გარეთ გადავაქციე.
— არაფერია, შერიგდებით.
— არა მგონია, ის იმ დროს, ფანჯრის ქვშ იდგა.

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageმოკლე ანეკდოტები ღრმა აზრით

სრული ჭეშმარიტება იუმორით

სახალისო აზრები და ანეგდოტები

ყოველდღიური ცხოვრების იუმორი სურათებით

2
421
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
421
  
2017, 14 სექტემბერი, 12:59
მადლობა,
2017, 14 სექტემბერი, 12:31
კარგი იყო
0 1 2