ჯანმრთელი კვება აი, რატომ უნდა ჩავალბოთ თხილეული, მოხმარების წინ! 2017, 18 სექტემბერი, 9:25 ცოტამ თუ იცის, რომ მშრალი თხილეული ფერმენტების ინჰიბიტორებს [ქიმიური ნივთიერება, რომელიც თრგუნავს ორგანიზმში ფერმენტების აქტიურობას (რაც იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას) სხვანაირად: ფერმენტის შხამი (ბიო. ლწქსიკონი)] შეიცავს, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, ანელებს საჭმლის მონელების პროცესს. «ძილის» მდგომარეობაში, ინჰიბიტორი თხილეულს გაზრდის საშუალებას არ აძლევს და უცვლელად ინახავს. მაგრამ, როგორც კი ის ნოტიო გარემოში მოხვდება, მაშინვე მოქმედებას იწყებს.
თხილეულის სასარგებლო თვისებები და დოზები ყველანაირი თხილეული ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის: აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, აჯნსაღებს გულს, გამოჰყავს სისხლძარღვებიდან ქოლესტერინი. მაგრამ, თხილეულის მოხმარების დროს, სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო: ყველა სასარგებლო პროდუქტი, დიდი რაოდენობით მოხმარების შემთხვევაში, შეიძლება, შხამად იქცეს ორგანიზმისთვის. იდეალური დოზა ნებისმიერი თხილეულისთვის — დღეში მხოლოდ ერთი მუჭა არის. თხილეულის ყველა სახეობა განსაკუთრებულია. ამიტომ, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ დროის რა ხანგრძლივობა არის საჭირო წყალში ჩასალბობად. ზოგიერთი სახეობისთვის 1 საათიც საკმარისია, ხოლო სხვებისთვის – 10 საათიც ცოტა არის. დალბობის წესები, სახეობების მიხედვით, კი ასეთია:ნიგოზი — 8 სთ. ნუში — 12 სთ. მაკადამია — 4 სთ. ფიჭვის კაკალი — 8 სთ. თხილი — 8 სთ. აკაჟუ — 6 სთ. არაქისი — 1–2 სთ. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * ეს ნამდვილი ბომბი არის! (ჯანმრთელობოს ელექსირი)
* 6 პროდუქტი, რომლის მეორედ გაცხელება არ შეიძლება * ცხოვრება ხორცპროდუქტების გარეშე – ვეგანები, ვეგეტარიანელები და პესკეტარიანელები * წარმოუდგენელი ფაქტები კაკაოს შესახებ! (+ «გეოლოგების» ანუ წამებში მომზადებული კაკაოს რეცეპტი) 353 10-ს მოსწონს
|