სხვა 1 500 წლის "ანგელოზის მუხა" 2017, 6 სექტემბერი, 16:19 ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ კაროლინას შტატში უკვე 1 500 წელია იზრდება მუხა, რომელსაც ანგელოზის მუხას უწოდებენ. მისი დიამეტრი 2, 7 მეტრია, სიმაღლე დაახლოებით 20 მეტრი, ყველაზე გრძელი ტოტის სიგრძე 27 მეტრს აღწევს. მუხა კუნძულ იოანეს ტყიან რაიონშია. მუხამ სახელწოდება იმ მიწის ბოლო მფლობელის გვარიდან მიიღო, რომელზეც დგას. 1717 წელს მიწას აბრაამ უაიტი დაეპატრონა, 4 თაობის განმავლობაში მიწა უაიტების მფლობელობაში იყო. შემდეგ მართა უაიტი ცოლად გაჰყვა იუსტუს ენჯელს (Angel–ამგელოზი). აქედან მისი სახელწოდებაც. 1991 წლიდან მუხა და პარკი მის გარშემო ქალაქ ჩარლსტონის საკუთრებაა. მუხის ტოტები იმდენად მძიმეა, რომ იძულებულია მიწაზე იყოს გართხმული. სურათებზე ჩანს, თუ როგორ არის შეყენებული საყრდენები მუხის დასახმარებლად: ანგელოზის მუხამ ბევრი ქარიშხალი, წყალდიდობა და მიწისძვრა გადაიტანა. ურაგანმა ჰუგომ (Hugo) 1989 წელს ძალიან დააზიანა, მაგრამ შემდეგ მუხამ თავის აღდგენა შეძლო. ხესთან შემოქმედებითი ღონისძიებები ეწყობა სახელწოდებით "საღამო ანგელოზის მუხის ქვეშ". როცა ჟღერს მუსიკა, ეწყობა სპექტაკლები და სხვადასხვა კულტურული წარმოდგენები. 301 3-ს მოსწონს
|