უფასო განცხადებების საიტზე შოტლანდიური კატის, სახელად ვინსეტის გაყიდვის შესახებ განაცხადეს. კატის მფლობელი, ელენე ამბობს, რომ კატა ნებისმიერ სურვილს ასრულებს.
«მისი ეს თვისება შემთხვევით აღმოვაჩინეთ. მე ბინა მჭირდებოდა და ერთხელ ვინსენტს ხუმრობით ვუთხარი : “შემისრულე რა ეს სურვილი!” — იხსენებს ელენე. — და უკვე მეორე დღეს ვიგრძენი, რომ მართლა ყველაფერი ასრულდებოდა. თქვენ მაშინვე ხვდებით, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც საჭიროა. ერთი თვეც არ იყო გასული და ბინის მფლობელი გავხდი ».
კატამ ელენეს ოჯახში ყველას შეუსრულა სურვილი, ახლა კი დროა, რომ მან სხვებიც გაახაროს: «რაკი ვინსეტს ასეთი მისია აქვს გადავწყვიტეთ ახალი პატრონი მოვუძებნოთ. ყიდვის მსურველმა 10 მილიონი რუსული რუბლი უნდა გადაიხადოს. ხოლო მხოლოდ კატის მოფერება 2 000 რუბლი დაგიჯდებათ».