კინო უოლტ დისნეის სტუდიის ანიმაციები, რომლებიც გვეხმარებიან გავხდეთ უკეთესები 2017, 5 სექტემბერი, 3:31 რა იქნებოდა ჩვენი ბავშვობა უოლტ დისნეის უკიდეგანო ფანტაზიის გარეშე?! მან და მისმა სტუდიამ არა მხოლოდ გაგვიფერადა და გაგვიმრავალფეროვნა ბავშვობა, არამედ ჩვენი საყვარელი გმირების საშუალებით გვასწავლა რომ:
წარმოსახვა არის ერთადერთი იარაღი ომში რეალობის წინააღმდეგ. („ალისა საოცრებათა ქვეყანაში“) არასდროს შეწყვიტო ოცნება. გწამდეს რომ ყველა სურვილი აუცილებლად აგიხდება. ("კონკია") არასდროს დაკარგო იმედი და სიყვარული, რადგან მათი დაკარგვისას კარგავ ყველაფერს. ( „მზეთუანხავი და ურჩხული“) ჩაეჭიდე და არ გაუშვა ხელი იმას, რაც განსხვავებულს გხდის. („დამბო“) ყოველთვის შენი სინდისი იყოს შენი გზამკვლევი. („პინოქიო“) გახსოვდეს შენ ხარ ის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია სამყარო შეავსოს მზის შუქით. ( „ფიფქია“) ჭეშმარიტი გმირი ფიზიკური ძალით კი არ ფასდება, არამედ მისი გულის სიძლიერით. („ჰერკულესი“) სიცილი არის მუდმივი, ფანტაზიას არ აქვს ასაკი, ოცნებები არის სამუდამო. ("პიტერ პენი") როდესაც სამყარო გეუბნება- „დანებდი“, იმედი გეჩურჩულება - „კიდევ ერთხელ სცადე“. ( „პატარა ქალთევზა“) თუ დაკარგავ საკუთარ თავს, ვინ იცის რას იპოვნი. („ალადინი“) ოჰანა - ნიშნავს ოჯახს, ხოლო ოჯახი კი არ უნდა მიატოვო და დაივიწყო. ( „ლილო და სტიჩი“) იყავი ძლიერი, იყავი დამოუკიდებელი, მაგრამ რაც მთავარია, იყავი საკუთარი თავი. მნიშვნელობა არ აქვს თუ რას ფიქრობს ხალხი. („მულანი“) შენ ფიქრობ, რომ მხოლოდ ის ადამიანები არიან ადამიანები, რომლებიც შენნაირად გამოიყურებიან და შენნაირად ფიქრობენ. მაგრამ თუ უცხოს ნაკვალევს გაჰყვები ისწავლი იმას, რაც არასდროს იცოდი. („პოკაჰონტასი“) არ აქვს მნიშვნელობა როგორი ადამიანი ხარ.მე გეტყვი:სცადე.შეხედე საკუთარ თავს და აღიარებ, რომ ცვლილება იწყება შენთან ერთად. („ზოოტოპია“) უოლტ დისნეი იყო ადამიანი, რომელსაც სჯეროდა ოცნებების რეალობად გარდასახვის. მან იცოდა, რომ ყველაზე მთავარი წარმატებისთვის საკუთარი თავის რწმენაა. უოლტ დისნეი ამბობდა: "თუ შეგიძლია იოცნებო, შეგიძლია გააკეთო კიდეც.." 109 7-ს მოსწონს
|