სხვა აშშ-ში დედამ 6 წლის ტყუპი გოგონები მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა 2017, 3 სექტემბერი, 15:49 ოჯახის მეზობელი აცხადებს, რომ ქალი შესანიშნავი დედა იყო და ვერაფრით წარმოუდგენია, რა შეიძლება მომხდარიყო.
ქალაქ ჯოლიეტში(შტატი ილიონისის, აშშ)41 წლის სელისა ჰენინგი და 6 წლის ტყუპი დები საკუთარ სახლში გარდაცვლილები ოჯახის უფროსმა მენ ჰენინგმა აღმოაჩინა, იუწყება Daily Mail-ი. როგორც პოლიციამ განაცხადა, ქალმა ცეცხლსასროლი იარაღით ჯერ საკუთარი შვილები დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა. როგორც სელისას დედამთილმა, დენისა ჰენინგმა განაცხადა, მისი ვაჟი სელისაზე 10 წლის წინ დაქორწინდა, ბავშვები სულ ახლახანს პირველად წავიდნენ სკოლაში, სელისა მთელ დროს ბავშვების აღზრდას და განათლებას უთმობდა. ტრაგედიის დღეს ბავშვები ჩვეულებრივ დედასთან დარჩნენ, მამა მას შემდეგ აღელდა, როდესაც მთელი დღის განმავლობაში ცოლთან დაკავშირება ვერ შეძლო. ოჯახის მეზობელი ჯოან პაუელი აღნიშნავს, რომ ბავშვები მისი ცხოვრების აზრი იყო:"სელისამ თუ მართლა ეს გააკეთა, ვერაფრით წარმომიდგენია რას განიცდიდა მაგ დროს? ბავშვები მისთვის ცხოვრება იყო.იგი შესანიშნავი დედა გახლდათ." პოლიცია გამოძიებას აგრძელებს და ცდილობს დაადგინოს მკვლელობა-თვითმკვლელობის მიზეზი. 189 7-ს მოსწონს 1-ს არა
|