x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
43 წლის ავსტრალიელმა ქალმა უშვილო დედებისთვის თოჯინა შექმნა
imageროგორც The Sun იუწყება სიდნეიში მცხოვრებ 43 წლის სილვია ჰესტენივენის სახლში ამჟამად 57 "ბავშვი"ცხოვრობს, აქედან მხოლოდ ორია სილვიას ბიოლოგიური შვილები, დანარჩენი თოჯინებია.


2014 წელს, როდესაც სილვია 40 წლის გახდა, მისმა ქალიშვილებმა, 24 წლის ვერონიკამ და 20 სოფიამ აჩუქეს თოჯინა, რომელსაც სილვიამ იზაბელა დაარქვა.

image

ამის შემდეგ სილვიას თოჯინების დამზადება ჰობად ექცა, აქედან ზოგიერთი თოჯინა გარდაცვლილი ბავშვების სახის მიხედვით არის შექმნილი.


image

ამჟამად ქალის კოლექციაში 55 თოჯინაა, ყოველ მათგანს შესაბამისი დანიშნულება აქვს.მაგალითად:თოჯინას სახელად დემის უყვარს პლაჟზე გასვლა, ტობი სკეიტბორდითაა გატაცებული, ზოგი პიანინოზე და ვიოლონოზე უკრავს, დანარჩენებს უბრალოდ სეირნობა ან მუზეუმში სურათების დათვალიერება უყვართ.


თითოეული თოჯინის ფასი 200-იდან 500 ავსტრალიურ დოლარამდე მერყეობს.

image

სილვიამ თოჯინებისთვის სპეციალური გვერდი გახსნა "ინსტაგრამზე" და როგორც თვითონ აცხადებს, ძალიან მოსწონთ ინტერნეტმომხმარებლებს.

image

ქალმა რამდენიმე თოჯინა უშვილო დედებს აჩუქა, რომლებიც ძალზე კმაყოფილები არიან


"ერთხელაც ერთმა ქალმა მთხოვა შემექმნა თოჯინა, რომელიც მის გარდაცვლილ შვილს ემგვანებოდა, იწონიდა 740 გრამს, ხოლო სიგრძე 32 სანტიმეტრი იყო, ძალიან კარგი თოჯინა გამოვიდა"-აღნიშნა სილვიამ.

image

"ყოველი "ბავშვი" უნიკალურია და ყველგან და ყოველთვის თან მახლავან ისინი:სძინავთ ჩემთან ერთად, სეირნობენ პარკში, სხედან კაფეში, მოგზაურობენ და ყველა მათგანს დედობრივი მზრუნველობით ვეპყრობი"-დასძინა სილვიამ.


image


imageიხილეთ აგრეთვე


4
49
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
49
  
2017, 3 სექტემბერი, 0:23
ნათი, ჩვენთან უამრავი ბავშვთა სახლია, სადაც შენი თქმის არ იყოს პატარებს სწყურია ვინმეს დედა დაუძახონ და ოჯახური სითბო იგრძნონ, თუმცა შვილად აყვანის პროცესი ისეთი გართულებული და გაწელილია, რომ... 3 ახლობელი მყავს უშვილო, ვერანაირად ვერ აიყვანეს ბავშვი, ისეთი იდიოტობა მოთხოვნებია და თუ გაგიმართლა, წლები დგახარ რიგში. კი, მაგრამ რატომ?!! განუკითხაობაა! ალბათ დაფინანსება აქვთ რაოდენობრივად და ვიღაც კარგად ითბობს ხელს ამ საბრალო პატარების ოცნებების ხარჯზე :(
2017, 2 სექტემბერი, 21:14
უცხოეთში არ ვიცი და ქართული კანონმდებლობა კრძალავს შვილად აყვანას, უზარმაზარი ლაბირინთია გასავლელი ამას, რომ მიაღწიო.
2017, 2 სექტემბერი, 16:02
100%-ით გეთანხმები
2017, 2 სექტემბერი, 15:38
რამდენი უდედმამო ბავშვია ბავშვთა სახლებში, რომ ოცნებობენ ვინმეს დედა დაუძახონ... უშვილო თუა ქალი რეალური ბავშვი აიყვანოს და იზრუნოს, სათამაშოებში ფულის და დროის ყრას... ან გარდაცვლილი ბავშვის მსგავსი თოჯინა როგორ უნდა შეუკვეთო ნორმალურმა ადამიანმა...
0 1 4