სხვა რუსეთში პაციენტმა-იპოქონდრიაკმა ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი-ონკოლოგი მოკლა(ვიდეო) 2017, 1 სექტემბერი, 14:49 ![]() როგორც გამოძიებამ დაადგინა, ექიმ-ონკოლოგ იგორ ტულენევთან, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად ითვლებოდა ქალაქში ორიოდე კვირის წინ გამოკვლევაზე მივიდა პაციენტი ვალერი პერეტრუხინი. ექიმმა საფუძვლიანად გასინჯა მამაკაცი და უთხრა, რომ სიმსივნის ნატამალიც კი ვერ აღმოაჩინა, იგი ჯანმრთელია და შეუძლია მშვიდად იყოს. თუმცა მამაკაცი დარწმუნებული იყო, რომ ავადააა და ექიმი უმალავდა ამ ფაქტს, სამედიცინო ტერმინოლოგიაში ასეთ ადამიანს იპოქონდრიას უწოდებენ(ჯანმრთელობის ფობია-ამ სინდრომით დაავადებულ ადამიანებს ხშირად ახასიათებს ავადმყოფობა-გარდაცვალების ირაციონალური შიში, მცირე ფიზიკურ სიმპტომებსა და პათოლოგიებზე გადაჭარბებული რეაქცია, ექიმების დიაგნოზის მიმართ უნდობლობა, მუდმივი თვითგამოკვლევა და თვითდიაგნოზი და საკუთარ სხეულზე ზედმეტი ზრუნვა. იპოქონდიაკებს ხშირად სჭირდებათ მრავალჯერადი დარწმუნება, ხშირად რამდენიმე ექიმისგან, ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან.) ![]() 9 აგვისტოს ვალერი პერეტრუხინი კლინიკის ჰოლში დახვდა ექიმს, რამდენჯერმე დაარტყა დანა და მკვლელობის ადგილს მოშორდა, შემდეგ კი თვითონ მიიყენა სხეულზე ჭრილობები, რის შემდეგაც გარდაიცვალა. ახლახან ინტერნეტში გამოჩნდა კლინიკის ვიდეოთვალით გადაღებული მკვლელობის ამსახველი კადრები. 128 7-ს მოსწონს 1-ს არა
|