საზოგადოებრივი რატომ სრულდება ქორწინების რიტუალი კოცნით და ვინ შემოიღო ეს ტრადიცია 2017, 1 სექტემბერი, 13:28 კოცნა კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე არსებობს. მაგრამ, თუ მასზე დავფიქრდებით, ძალიან საინტერესო პროცესია. რატომ კოცნიან ადამიანები ერთმანეთს? ხან ეს რომანტიკული გრძნობების მოზღვავების გამო ხდება, ხანაც – მისალმების ნიშნად. როგორც არ უნდა იყოს, კოცნა ყოველთვის მნიშვნელოვანი ემოციების გაცვლა არის ადამიანებს შორის. ![]() 1. მეცნიერებას კოცნის შესახებ ფილემატოლოგია ჰქვია. ![]() 2. სიტყვა კოცნა პროტოგერმანული სიტყვიდან «Kuss» მომდინარეობს, რომელიც კოცნის დროს გამოცემული ხმის ბგერების ჟღერადობის მიხედვით წარმოიქმნა. 3. პლინიუსი უფროსი (23-79 წწ.) ამტკიცებდა, რომ ვირის კოცნა გაციებისგან კურნავსო და ბევრ ადამიანს სჯეროდა მისი. 4. მეცნიერები ვერ ამტკიცებენ, კოცნა თანდაყოლილი თუ გამომუშავებული ჩვევაა. მათი ერთი ნაწილი თვლის, რომ კოცნა მაშინ გაჩნდა, როდესაც დედები ცდილობდნენ შვილები ძუძუთი კვებისგან გადაეჩვიათ და საჭმელს პირიდან პირში აძლევდნენ. მათივე მტკიცებით, კოცნის მიხედვით შეიძლება იმის გარკვევა, ადამიანი ბუნებრივი კვებით იზრდებოდა ჩვილობის პერიოდში, თუ ხელოვნური. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აფრიკის ზოგიერთი ხალხები, საერთოდ არ კოცნიან ერთმანეთს. «ფრანგული კოცნის» დროს, სახის ყველა ანუ 34 კუნთი მუშაობს, ხოლო ლოყაზე კოცნისას – მხოლოდ 2.
![]() II. «Basium» – კოცნა ტუჩებში III. «Savolium» – ღრმა კოცნა. ![]() 9. საქორწინო ცერემონიალის დროს კოცნის ტრადიციაც, ძველი რომიდან მოდის, სადაც კოცნა ხელშეკრულების დადების, შეთანხმების ნიშნად გამოიყენებოდა. 10. ჯვარი, წერილის ბოლოს, ტუჩების კონტაქტს ნიშნავს – ასე წერილის ავტორი ადრესატს კოცნას უგზავნის. ![]() 11. კოცნის დროს, 10 მლნ-დან – 1 მლრდ-მდე ბაქტერიის გაცვლა ხდება. ![]() 12. შუა საუკუნეებში, ევროპის რიგ ქვეყქნქში, პოპულარული იყო დიდგვაროვნების მიერ კეთროვანების კოცნა, რაც ამ უკანასკნელის მორჩილებად აღიქმეოდა. ![]() 13. კომპანია «Hershey» მიერ წარმოებული კანფეტი «კოცნა» 26 კალორიას შეიცავს. ვნებიანი კოცნა წუთში, დაახლოებით, 7 კალორიას წვავს ანუ შოკოლადი «კოცნის» შედეგად მიღებული კალორიების დაწვა, ისევ კოცნით შეიძლება, რომლის ხანგრძლივობა, დაახლოებით, 4 წუთი უნდა იყოს. ![]() 14. ყველაზე ხანგრძლივი კოცნა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში არის დაფიქსირებული, ტაილანდელ ცოლ-ქმარს ეკაჩაემ და ლაკშან ტირანარატებს ეკუთვნით. მათ რეკორდი 2013 წლის 12 თებერვალს დაამყარეს და მისი ხანგრძლივობა 58 საათი 35 წუთი და 58 წამი არის. ![]() 15. ესკიმოსების კოცნას (ცხვირიბით ხახუნი) საფუძვლად ესკიმოსური მისალმება უდევს, და მათ ენაზე «Kunik»-ი ჰქვია. 278 11-ს მოსწონს
|