x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტელეჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში სატვირთო მანქანის მძღოლი გადაარჩინა(ვიდეო)
imageტელეკომპანია KHOU 11-ის წამყვანმა ბრენდა სმიტმა პირდაპირ ეთერში გადაარჩინა შორეული გადაზიდვის სატვირთოს მძღოლი, რომელიც წყლის ხაფანგში იყო მოქცეული ტრაილერთან ერთად.


სმიტს პირდაპირი რეპორტაჟი ქარიშხალ ჰარვისგან გამოწვეულ წყალდიდობაზე მიჰყავდა, როდესაც დაინახა წყალში ჩაძირული სატვირთო, სადაც წყლის დონე მძღოლის კაბინამდე იყო მისული.


ჟურნალისტმა გზად მიმავალი შერიფის ავტომობილი გააჩერა, როემელსაც ნავი ჰქონდა ჩაბმული და შემთხვევის შესახებ მოუთხრო, სულ მალე სამაშველო ნავი მოვიდა და მოხდა მძღოლის ევაკუაცია.


Twitter-ზე დადებულ ვიდეოს ერთ დღეში 13000 რეთვიტი და 29 ათასი მოწონება ჰქონდა.



სოციალურ ქსელებში მომხმარებელები მოითხოვენ დააჯილდოვონ ჟურნალისტი.


ქარიშხალი ჰარვის შედეგად ტეხასის შტატში დაიღუპა 10 ადამიანი, ეს გახლავთ ქარიშხალ "კატრინას" შემდეგ ყველაზე ძლიერი ბუნებრივი კატაკლიზმი აშშ-ში.

შეგახსენებთ 2005 წელს კატრინამ პრაქტიკულად გაანადგურა ახალი-ორლეანი.




0
234
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0